მოხდა ის რაც მოსალოდნელი იყო – საფეხბურთო კლუბ რუსთავის ხელმძღვანელობამ დროული გადაწყვეტილება მიიღო და ვლადიმერ გაზაევი მწვრთნელის პოსტს ჩამოაშორა.
მიმდინარე ჩემპიონატის წინ ზარზეიმით მოყვანილი ვალერიანოვიჩი ვერაფრით შეეწყო ქართული ფეხბურთის ტემპს (თუ კი არსებობს ასეთი რამ) და უსახური შედეგებისა და თამაშის გამო კლუბმა მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
4 მოგება,2 ფრე,6 მარცხი, ეგებ არ ჩანდეს კიდეც კატასტროფულად, მაგრამ თუ კი რუსთავული გუნდის კონტიგენტს გავითვალისწინებთ – რაც სეზონის წინ საჩემპიონოდ მოსჩანდა, შედეგები მართლაც არადამაკმაყოფილებელია, მეტიც, ქვემოქართლელები სულ რაღაც სამ ქულაში არიან გასავარდნი ზონიდან – ცივილურად დავშორდით, საქმისთვის ასე სჯობდა, ეს გადაწყვეტილება კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ–გვითხრა რუსთაველთა ხელმძღვანელმა, ლევან სილაგაძემ. მისივე თქმით,ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე რუსთავს გაზაევის მოყვანილი რამდენიმე ფეხბურთელიც დატოვებს – ორიოდე დღეში გაირკვევა, თუ ვინ დაადგება თერგდალეული გურუს გზას…
თუ ვინ გაწვრთნის რუსთავულ კლუბს,მგონი არცაა საკითხავი – საქმეს გამოცდილი სპეციალისტი და გაჭირვების ტალკვესი – ვარლამ კილასონია გაუძღვება.

ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/07/2025 | 17:03ქართული დინამიტი დანიაში
კატეგორიის გარეშე24/11/2024 | 14:41მიდი, გიგა!
დავთარი22/03/2022 | 22:44… და ეს არ არის კვარაცხელიას დემარში!
დავთარი25/01/2022 | 16:49რა ქენი აგი ბუჯოოო…
