“რეალის” მოღალატე თუ მცივანა ნადალი?

Home აქეთურ-იქითური “რეალის” მოღალატე თუ მცივანა ნადალი?
“რეალის” მოღალატე თუ მცივანა ნადალი?

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მსოფლიოს პირველმეჩოგნე რაფაელ ნადალი მადრიდის “რეალის” თავგადაკლული ქომაგია. ჰოდა, გასაკვირიც ის იყო, რომ “ატლეტიკო”-“არსენალის” შეხვედრისას სამეფო კლუბის უპირველესი მტრის პრესლოჟაში “ატლეტიკოს” საკლუბო შარფით დალანდეს. რაფა მაშინვე მტრად შერაცხეს.

ჩოგბურთელმა განმარტება სოციალურ ქსელებში დადო: “დიახ, ვიყავი ამ შეხვედრაზე და არ მესმის, რატომ არ მაქვს უფლება, ევროტურნიტებზე ნებისმიერ ესპანურ კლუბს ვუქომაგო. მატჩზე საპატიო სტუმრად მომიწვიეს და “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა კლუბის მაისური და არა შარფი მისახსოვრა. რადგან ცივი საღამო იყო, გასათბობად მაისური ყელზე შემოვიხვიე. სულ ეს იყო და უცბად მტრად ვიქეცი…”

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".