გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა 17-წლამდელთა ნაკრებმა ირლანდიასთან 0:2 წააგო და თითქმის გადაიწურა ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი.
იმისთვის, რომ საქართველო მეორე ადგილზე გავიდეს, 27 მარტს უმოტივაციო ირლანდიამ ბოლო ტურში მასპინძელ პოლონეთს უნდა მოუგოს, ხოლო ნემსაძის ბიჭებმა მაკედონია დიდი ანგარიშით უნდა დავამარცხონ. ეს ზღაპარს ჰგავს. მთავარი თამაში დღეს იყო, ჩვენებს ირლანდიასთან არ უნდა წაეგოთ…
თავიდანვე ცუდად წავიდა საქმე: გაუშვეს და მალევე წამყვანი მცველი, შოთა ნონიკაშვილი შესაცვლელი გახდა. მე-4 წუთზე გაიტანეს ირლანდიელებმა და პირველი ტაიმის ბოლოს მეორეც დაამატეს. მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა.
მოკლედ, ირლანდია სანაკრებო დონეზე ხომ აუღებელ ციხე-სიმაგრედ ექცა საქართველოს, ერონული გუნდისთვის ხომ ითვლება უხერხული მეტოქედ და აგერ, პატარებიც მაგრად გაგვიმწარეს.
ირლანდია-საქართველო 2:0
საქართველო: ხარშილაძე, ჭინჭარაული, ნონიკაშვილი (კალანდაძე 10), მექვაბიშვილი, ტალახაძე, ჩოთალიშვილი (შვარცი 53), მესიაჩენკო, ჯანგველაძე, გულიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია
გოლები: 1:0 პაროტი (4), 2:0 რაიტი (33)
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
