„პარი სენ ჟერმენმა’’ შინ წააგო „ლიონთან’’ (1:2) და „პარიზიენმა’’ ამასთან დაკავშირებით დაწერა: „შემადგენლობაში ექვსი ცვილების მიუხედავად გუნდი კვლავ „ლივერპულზე’’ ფიქრობდა. ფეხბურთელები რეალობიდან უცნაურად გარიყულები ჩანდნენ და ამის გამო „ლიონმა’’ სინი მე-6 წუთზევე დასაჯა…’’. მართლა იმის ბრალი იყო პსჟ-ს ფეხის დაცდენა, რომ გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული თუ არა, ფაქტია, რომ მე-18 წუთზე აფონსო მორეირამ იმავე ენდრიკის პასით მეორეც შეაგდო. პარიზელებმა...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

ლივერპულმა აუტსაიდერთან წააგო
„ვულვზი’’ პრემიერლიგაში დარჩენისთვის სერიოზულ ბრძოლას აპირებს, „ლივერპულს’’ კი რაღაც არ ეტყობა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას რომ იმსახურებდეს. აუტსაიდერისა და ამბიციური გუნდის შეხვედრა დრამატული გამოდგა. მისი ბედი 24 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ანდრემ გადაწყვიტა. ეს ის ანდრეა, რომლის შეძენაც „ლივერპულს’’ სურდა. მან გამარჯვების გოლი მსაჯის წამატებულ 90+4 წუთზე გაიტანა. „ლივერპული’’ მიმდინარე სეზონს არასტაბილურად ატარებს. ამის ნათელი დასტურია ვირჯილ ვან დაიკი, რომელმაც მერამდენე შეცდომა...

როგორ გადაუარა რუდიგერმა მოწინააღმდეგეს
„რეალმა’’ ლა ლიგის ბოლო ტურში „ხეტაფესთან’’ 0:1 წააგო. ამ შეხვედრაში მადრიდელთა გერმანელმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა ყურადღება მოწინააღმდეგის მარცხენა მცველის დიეგო რიკოს წინააღმდეგ უხეშობით მიიპყრო. რიკო უკმაყოფილო დარჩა. მისი აზრით ამ საქციელისთვის რუდიგერი მკაცრად უნდა დაესაჯათ. გერმანელს მოწინააღმდეგის გადათელვა შერჩა. როგორც ჩანს მსაჯებმა და VAR-მა ჩათვალეს, რომ „ჩელსის’’ ყოფილი მოთამაშის მხრიდან ეს მოუქნელი მოქმედება იყო და არა უხეშობა. ამიტომაც არ განიხილეს...

მარკინიოსს მეოთხე შვილი შეეძინა
„პარი სენ ჟერმენის’’ კაპიტანს, ბრაზილიელ მარკინიოსს ორშაბათს, 2 მარტს მეოთხე შვილი შეეძინა. მისმა მეუღლემ კაროლ კაბრინიომ ახალშობილის ფოტო დაპოსტა. ფოტოზე თავად და მარკინიოსიც არიან. „დაიბადა ჩვენი სრულყოფილი და შესანიშნავი შვილი ფილიპო’’, – მიაწერა ბედნიერმა დედამ ფოტოს. ფილიპომდე წყვილს ჰყავდა სამი შვილი: მარია ედუარდა (2017), ენრიკო (2019) და მარტინა (2022). ისინი 2025 წლის 31 მაისს მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრნენ და...

მესი პელეს გვერდით
„ინტერ მაიამის“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ორი გოლი გაიტანა MLS-ის რეგულარული სეზონის გასვლით მატჩში „ორლანდო სიტის“ წინააღმდეგ. ამ თამაშში არგენტინელმა საჯარიმო დარტყმით კარიერაში 70-ე გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით მესი სამგზის მსოფლიო ჩემპიონს პელეს გაუთანაბრდა, ისინი ახლა ფეხბურთის ისტორიაში მეორე-მესამე ადგილს ინაწილებენ საჯარიმო დარტყმებით გატანილი გოლების რაოდენობით. უდავო ლიდერი კი ბრაზილიელი ჟუნინიო პერნამბუკანოა, რომელსაც ჯარიმიდან 77 გოლი აქვს გატანილი. შემდეგ მატჩში „ინტერ...

ინფანტინო: პირი არ დაიფაროთ
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ საზოგადოებას შესთავაზა ფეხბურთის წესების შეცვლა მადრიდის რეალის თავდამსხმელის ვინისიუსის მიმართ რასისტული შეურაცხყოფის შემდეგ. მისი განცხადებით მოედნიდან ის მოთამაშეები უნდა გააძევონ, რომლებიც საუბრისას პირს ხელებით ან ტანსაცმლით დაიფარავენ. ინციდენტი 17 თებერვალს რეალსა და ბენფიკას შორის ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩისას მოხდა. გოლის გატანის შემდეგ, ვინისიუსი პორტუგალიელ ნახევარმცველ ჯანლუკა პრესტიანისთან შელაპარაკებაში ჩაება, რომელიც პირს მაისურით იფარავდა. შემდეგ, ბრაზილიელმა მსაჯთან...

ოღონდ დღეს არა!…
ფრანგული გაზეთის „ეკიპის’’ 80-წლისთავისადმი მიძღვნილ ინტერვიუში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა ვარსკვლავმა ზინედინ ზიდანმა წარსული გაიხსენა. მან მოყვა უდიდეს სპორტსმენებთან შეხვედრის ამბები, ილაპარაკა იმ ორ კვირაზე, რომელიც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის დღეებში საფრანგეთის დედაქალაქში გაატარა, გატაცებით ილაპარაკა თავის საყვარელ სახეობებზე, ფორმულა 1-სა და კრივზე, მუჰამედ ალისა და მაიკ ტაისონზე, რომლის ბრძოლების სანახავად ის და მისი ბავშვობის მეგობარი დავიდ ბეტონი (რომელიც...

დროს სჭირდებოდა დრო
26 იანვარს „პარი სენ ჟერმენმა’’ „ბარსელონადან’’ 18 წლის დრო ფერნანდესი გადაიბირა. პარიზელებმა მასში გამოსასყიდ 8 მილიონზე ოდნავ მეტი გადაიხადეს. დრო „ბარსას’’ ლეგენდარული სკოლის „ლა მასიას’’ აღზრდილია, თუმცა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. სწორედ ამით ისარგებლა საფრანგეთის ჩემპიონმა, ხოლო „ბარსელონას’’ გერმანელი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი გაღიზიანდა. მას ეგონა, რომ ფეხბურთელი უცხო კლუბების დაპირებებს ასე უცბად არ წამოეგებოდა. „ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა. მე...

სლოტი: გიორგი შეიძლებოდა მთავარი მეკარე ყოფილიყო
არნე სლოტმა გიორგი მამარდაშვილს უწოდა მეკარე, რომელიც შეიძლებოდა ნომერი ერთი ყოფილიყო. ამით „ლივერპულის’’ თავკაცმა გუნდის მთავარი მეკარის, ალისონის სიძლიერეს გაუსვა ხაზი. This is Anfield წერს, რომ „ვალენსიასგან’’ ქართველი მეკარის 29 მილიონ გირვანქად ყიდვის მიუხედავად „წითლების’’ კარის შეუცვლელ მცველად ბრაზილიელი რჩება, მაგრამ მისი კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს, 30 ივნისს იწურება. ადრეც დავწერეთ, რომ „ლივერპულსა’’ და „ალისონს’’ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არის ერთი პუნქტი,...

დანია დავჩაგრეთ
მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა დანია ამჯერად შინ დაამარცხა – 89:60. გამარჯვება ისევ მარტივად მოვიდა. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდმა მატჩის დაწყებიდანვე მოიპოვა უპირატესობა და თამაშის ბოლომდე ანგარიშს მეთუდურად ზრდიდა. სკანდინავიელებთამ ისევ შესანიშნავი თამაში ჰქონდა გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას, ვინაც 29 წუთში 27 ქულა, 11 მოხსნა, 3-3 პასი და ჩაჭრა და 5 დაფარება მოინაგრა. არანაკლებ წაეშველა გუნდს ახალი ნატურალიზებული...

პირველი და მეასე
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-18 ტურში ქართული რაგბისთვის ერთობ სიმბოლური ფაქტი დაფიქსირდა: ბოლო წლების საუკეთესო ბორჯღალოსანმა 8 ნომერმა ბექა გორგაძემ ევროპის უძლიერეს ლიგაში საიუბილეო, მე-100 მატჩი ჩაატარა, ხოლო ახალი თაობის გამორჩეულმა წარმამოადგენელმა, 20-წლამდელთა გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავგამოჩენილმა მიხეილ შიოშვილმა „ტულონის“ კვართი ოფიციალურ მატჩში პირველად მოირგო, რამაც ამ დიად კლუბში დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. ასე უნებლიედ გამოუვიდათ ფრანგებს ქართული რაგბის თაობებს შორის სიმბოლური...

რა მოხდება ბოლო ტურში?
ორიოდ სიტყვა ჟორჟ მიქაუტაძის გუნდის „ვილიარეალის’’ შესახებ, რომელმაც ესპანური ლა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონასთან’’ სტუმრად 1:4 წააგო და 26 ტურის შემდეგ 51 ქულით „ატლეტიკოსთან’’ მესამე-მეოთხე ადგილს იყოფს. მარსელინო ტორალის ფეხბურთელები დარჩენილ ათ ტურში „ბეტისთან’’ რვაქულიან უპირატესობას სავარაუდოდ არ გაანიავებენ ანუ ჩემპიონთა ჩემპიონთა ლიგის საგაისო გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ მესამე ადგილისთვის საბრძოლველი აქვთ. „ვილიარეალსა’’ და „ატლეტიკოს’’ ერთმანეთის პირისპირ წარდგომა ჩემპიონატის ბოლო...

სამი ქართველის მცდელობა
„მეცის’’ საქმე არ მიდის კარგად. მიუხედავად იმისა, რომ 22-ე წუთის შემდეგ თერთმეტი ათს ეთამაშებოდა, მასპინძელი მაინც დამარცხდა – 0:1. „ბრესტთან’’ წაგება მისთვის რვა შეხვედრაში მეშვიდე გამოდგა. ასეთი სტატისტიკაც შეგვიძლია მოვიტანოთ: „მეცს’’ ბოლო 11 შეხვედრიდან ერთიც არ ჰქონდა მოგებული, მაგრამ იცოდა, რომ „ბრესტთან’’ შეხვედრა მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო. მას აუცილებლად უნდა მოეგო. თამაში მართლაც მასპინძელთა იერიშებით დაიწყო. პირველ ათ წუთში ორი...

