Breaking News

Day: January 15, 2026

ნანატრი და დაგეგმილი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ნანატრი და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. ათანასიოს კაჩიგიასის გუნდმა მესამე ტურში სლოვენია 22:11 დაამარცხა და შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. საქართველოს ამ წყვილში უდავო ფავორიტად კი მიიჩნეოდა, მაგრამ პირველი ტაიმი გაგვიჭირდა და ფრე – 8:8 დასრულდა. თუმცა, შესვენების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ჩვენებმა საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. მომდევნო ეტაპზე ისევ ჯგუფური…

Read more

მსოფლიოს ახალგაზრდული – თბილისსა და ქუთაისში

„მსოფლიო რაგბის“ გადაწყვეტილებით, მორაგბე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ამიერიდან მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის სახელით იარსებებს და მასში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მოგეხსენებათ, 2017 წელს საქართველომ ისტორიაში პირველად უმასპინძლა ხსენებულ ტურნირს და საყოველთაო აღიარებით, ეს იყო სანიმუშოდ ორგანიზებული სპორტული ღონისძიება. მაშინ ჩემპიონი ახალი ზელანდია გახდა, რომელმაც ფინალში ინგლისი 64:17 დაამარცხა. მას მერე საქართველომ არაერთხელ გამოთქვა ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი…

Read more

არბელოას პირველი თავის მართლება

სრული სირცხვილი – ასეთი იყო მადრიდული მედიის რეაქცია ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში „რეალის’’ მარცხზე „ალბასეტესთან’’, რომელიც ლა ლიგა 2-ში მე-17 ადგილზეა. წაგებას ორმაგად მწარე გემო იმიტომ ჰქონდა, რომ ეს იყო „ლოს ბლანკოსის’’ ახალი მწვრთნელის ალვარო არბელოას პირველი თამაში. მან რამდენიმე დღის წინ ჩაბი ალონსო შეცვალა და კლუბის ხელმძღვანელებს ეგონათ, რომ მდგომარეობას მყისვე გამოასწორებდა. მათ სამწუხაროდ…

Read more

მაროკოს გაჩერება ძნელია

პირველად 2004 წლის შემდეგ და ისტორიაში მესამედ მაროკოს ნაკრები აფრიკის ერთა თასის ფინალში გავიდა. საამისოდ შეჯიბრების მასპინძლებმა ნახევარფინალში პენალტებით ნიგერია დაამარცხეს. მედია ერთხმად აღნიშნავს, რომ ნიგერიელებმა ნახევარფინალი ცუდად ითამაშეს, მაგრამ აშრაფ ჰაკიმისა და მის გუნდს საქმე საპენალტე ციებ-ცხელებამდე მაინც მიუყვანეს. პრესაში ამ მატჩს ნაადრევ ფინალს უწოდებდნენ. მიზეზი: მოედანზე ერთდროულად იდგა „შავი კონტინენტის’’ ბოლო სამი წლის…

Read more