Month: March 2022

Home 2022 March
მატრაკვეცობა
Post

მატრაკვეცობა

ქართულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის ჩარიცხვა ქართველ გულშემატკივარს ინგლისურად ამცნო. ეს მხოლოს ერთი კლუბის ცალკე აღებული „უცნაურობა“ არ არის. ასეთ ბანერებს, აბრებს, წარწერებს მატრაკვეცობა ჰქვია. დიახ, მატრაკვეცობაა, როცა ფიქრობ, რომ მაგალითად, მიზანს თარგეტირებას თუ დაუძახებ, ამით უფრო COOL გამოჩნდები. OK. ეგრე იყოს. ავყვეთ ამ ტრენდს და გავიხსენოთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, რომლსაც ამაყად „ეროვნული ლიგა“...

ირლანდიელებს წყენა არ ავიწყდებათ
Post

ირლანდიელებს წყენა არ ავიწყდებათ

როდესაც „ავივა სთედიუმზე“, ირლანდიისა და ბელგიის ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრის (2:2) დროს ტაბლოზე სტუმართა ასისტენტი მწვრთნელი, ლეგენდარული ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი გამოისახა, ტრიბუნებმა გამაყრუებელი ღრიანცელი მოაწყეს. ვისაც არ ახსოვს შევახსენებთ, რომ 2009 წლის 18 ნოემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის ფლეი-ოფში ერთმანეთს საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრები გუნდები ხვდებოდნენ. იმ დღეს ანრიმ მეტოქის საჯარიმოში ბურთი ხელით გაისწორა და ვილიამ...

ერიკსენის ზღაპრული დაბრუნება
Post

ერიკსენის ზღაპრული დაბრუნება

კრისტიან ერიკსენი შარშანდელი გულის შეტევის შემდეგ სანაკრებო ფეხბურთს დაუბრუნდა და პირველივე შეხებით გოლი გაიტანა. ინგლისური „ბრენტფორდის“ 30 წლის ვარსკვლავი საკლუბო დონეზე იმდენად ეფექტურად ათამაშდა, რომ დანიის ეროვნულ გუნდშიც გამოიძახეს. კაცმა რომ თქვას, დანიელი ვარსკვლავის ამ შეხვედრაში მონაწილეობა კოვიდის გამო მაინც საეჭვო იყო. ავადმყოფობის გამო მან „ლესტერთან“ „ბრენტფორდის“ ბოლო შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ საბედნიეროდ დროულად მოშუშდა და...

საქართველო: რაც ჭირს და რაც ჭრის
Post

საქართველო: რაც ჭირს და რაც ჭრის

ბოსნია-საქართველო 0:1… ზედიზედ მეოთხე მოგება და აქედან სამი გოლის გაუშვებლად. მოგება საშუალო ევროპული კლასის ნაკრებთან, რომელსაც ჰყავდა ედინ ჯეკო. ფურცელზე ეს მშვენიერია, აისახება რეიტინგში, კარგია ფსიქოლოგიურად და თავდაჯერებას შემატებს ფეხბურთელებს. ტაქტიკურად რაც მოგვეწონა, სინქრონი იყო ნახევარდაცვასა და შეტევას შორის. 4-3-3-დან 4-2-3-1, წინ ბუდუ ზივზივაძით, რომელსაც ბოლო დროს კარგი პერიოდი აქვს და ვილი სანიოლი ენდო. წინა...

60 წლით ჩამოვრჩით
Post

60 წლით ჩამოვრჩით

არიგო საკიმ განაცხადა, რომ იტალიური ფეხბურთი 60 წლით უკანაა… „მილანისა“ და „სკუადრა აზურას“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფიასკო ასე ახსნა: „ფედერაციის პრეზიდენტი გრავინა კომპეტენტური პიროვნებაა, მაგრამ ცივი გონებით უნდა შეხედოს სიტუაციას და ემოციებს არ აჰყვეს. ვფიქრობ, მხოლოდ რობერტო მანჩინის არ დააბრალებს მომხდარს. …პრობლემები უფრო ღრმადაა. იტალიური ფეხბურთის კულტურული დაღლის პროცესია, ჩვენ ამას ვხედავთ, არაა ახალი...

ედინ ჯეკო: დღეს ფეხბურთს ყველა თამაშობს
Post

ედინ ჯეკო: დღეს ფეხბურთს ყველა თამაშობს

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად მოუგო ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდს — 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. მატჩის შემდეგ მასპინძელთა კაპიტანმა და ყველაზე სახელოვანმა ფეხბურთელმა, 36 წლის თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ, რომელიც „ინტერში“ თამაშობს ბოსნიურ პრესას ასე უთხრა: „არც კი ვიცი რა ვთქვა. ვფიქრობ, მეტოქემ ჩვენს კართან ერთადერთი რეალური მომენტი შექმნა და გოლი გაგვიტანა....

ბიელსას უსაქმოდ არ დატოვებენ
Post

ბიელსას უსაქმოდ არ დატოვებენ

ერთი თვეც არ გასულა მას მერე, რაც არგენტინელი მარსელო ბიელსა „ლიდს იუნაიტედის“ მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს და აი, ის უკვე ახალ სამსახურში აჰყავთ — 66 წლის სპეციალისტი, რომელსაც თვით პეპ გვარდიოლა მიიჩნევს თავის მენტორად და გურუდ, ბოლივიის ნაკრებს სურს. არადა, ბიელსა „ლიდსმა“ ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ გაუშვა. ამ უიღბლო პერიოდის გამო გუნდი სახიფათოდ მიუახლოვდა გასავარდნთა ზონას....

ვილის მეოთხე
Post

ვილის მეოთხე

საქართველომ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა ამხანაგურად ბოსნიას 1:0 მოუგო. თანაბარ თამაშში მოიგო გუნდმა, ვინაც უკეთ გამოიყენა მომენტი. ვერც იმას ვიტყვით, რომ ბოსნია გამარჯვებას იმსახურებდა. თუმცა, ოდნავ უკეთ კი გამოიყურებოდა და გიორგი ლორიას კარგი გარჯა რომ არა, არავინ იცის, რა შედეგი დადგებოდა. გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. მომენტები ბევრი არ ყოფილა. ამის...

ფაბიო კანავარო იტალიაში?
Post

ფაბიო კანავარო იტალიაში?

რობერტო მანჩინი გმირიდან ანტიგმირად იქცა. იტალია ზედიზედ მეორედ დარჩა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა… ეს ფიასკოა: იტალია-ჩრდილოეთ მაკედონია 0:1. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა შინ წააგო. უკვე ალაპარაკდნენ მანჩინის შესაძლო შემცვლელზეც. ეს ფაბიო კანავაროა – მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონი, „ოქროს ბურთის“ მფლობელი. კანავარო 5 წელიწადი ჩინეთში მუშაობდა: „ტიანძინში“, „გუანჯოუში“ და ცოტა ხანს ჩინეთის ნაკრებშიც. და ისიც დაიწერა, კანავაროს თანაშემწედ...

ამ ეტაპზე ფინალის მეკარედ მამარდაშვილი ჩანს
Post

ამ ეტაპზე ფინალის მეკარედ მამარდაშვილი ჩანს

„ვალენსიას“ მეკარეებიდან 23 აპრილს, „ლა კარტუხაზე“ ესპანეთის თასის ფინალში თამაშის ყველაზე მეტი შანსი გიორგი მამარდაშვილს აქვს. 21 წლის ქართველი გასულ ზაფხულს სამარქაფოდ ჩამოვიდა. ის ჯასპერ სილესენის, ხაუმე დომენეკის და კრისტიან რივეროს შემდეგ მეოთხე კაცად მოიაზრებოდა, მაგრამ მისმა პროგრესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. „მამარმა“ ჯერ კიდევ სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდიდან მოყოლებული გამოიყენა ყველა ბოძებული შესაძლებლობა, ჩაატარა უფრო მეტი...