Day: May 4, 2020

Home 2020 May 04 (Monday)
ფრანგი ფეხბურთელების რევოლუცია
Post

ფრანგი ფეხბურთელების რევოლუცია

საფრანგეთის ჩემპიონატი ბოლოს 52 წლის წინ შეწყდა. თუ ახლა მიზეზი კორონავირუსია, მაშინდელი პაუზის მიზეზი ფრანგი ხალხისთვის ყველა კარგი გართობა იყო – პროტესტი, რომელშიც მონაწილეობა ფეხბურთელებმაც მიიღეს. რევოლუციებითა და გაფიცვებით ცნობილ საფრანგეთში მსგავი გამოსვლები უცხო ნამდვილად არის, მაგრამ 1968 წლის მაისში პროსტესტი 10 მილიონამდე ადამიანმა გამოხატა. ასეთი მასშტაბური გაფიცვა ფრანგებს 1936 წლის შემდეგ არ ენახათ. მასობრივ...

სინდის ჩრდილი
Post

სინდის ჩრდილი

სუპერმოდელი სინდი კროუფორდი ტელეეთერით ჯერ კიდევ როდის ატარებდა დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს და თავისი მომხიბვლელობით ბევრს შეაყვარა თავი. ახლახან კი 54 წლის სინდი ჩვეულად მშვენიერ ფორმაში ისევ გამოჩნდა ფართო საზოგადოების წინაშე. სინდი კროუფორდი კალათბურთის დიდი თაყვანისმცემელი არის. ამის დასტურად ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც „ჩიკაგო ბულსის“ მაისურა აცვია და ნახტომში ბურთს კალათში აგდებს. ამასთან, ცდილობდა ეს ყველაფერი...

ნიჭიერი ბჰამბრი ჯოკოვიჩს აზრს უწუნებს
Post

ნიჭიერი ბჰამბრი ჯოკოვიჩს აზრს უწუნებს

კორონავირუსმა სპორტულ სამყაროში ბევრი რამ შეცვალა. ცხადია, უარყოფითი მხრივ. პრობლემები ჩოგბურთსაც შეეხო. დაბალრეიტინგიანი ჩოგბურთელები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. 19 მარტს ქართველმა ჩოგბურთელმა სოფია შაფათავამ პეტიციაც შექმნა, რომლითაც ITF-ს შემოსავლების გარეშე დარჩენილ ჩოგბურთელთა დახმარებისკენ მოუწოდა. შაფათავას თქმით, ჩოგბურთელთა უდიდესი ნაწილი თანხებს მხოლოდ ტურნირებზე მოგებული მატჩებით გამოიმუშავებენ, პანდემიის პირობებში კი მძიმე ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდებიან. შესაძლოა, სპორტული კარიერის გაგრძელებაც...

რეალი მეოთხეზე გავიდა
Post

რეალი მეოთხეზე გავიდა

სანამ საფეხბურთო სამყარო მონატრებული სანახაობის მოლოდინში ხელებს იფშვნეტს, სპორტული მედია მისთვის ათას ვირტუალურ კონკურს-შეჯიბრებას იგონებს. ესპანურმა „მარკამ“ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანიც საფეხბურთო კლუბის ყველაზე ლამაზი ემბლემის გამოვლენა იყო. 3,2 მილიონი მკითხველის აზრით, მსოფლიოში ულამაზესი ლოგო მაროკოულ „რაჯა კასაბლანკას“ აქვს. 3 მილიონი ხმით მეორე ადილზე ეგვიპტური „ალ-აჰლი“ გავიდა, მესამე კი ბრაზილიური ფლუმინენსე (169 ათასი ხმა) გახლავთ....

კუმანი გადარჩა
Post

კუმანი გადარჩა

ნიდერლანდის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, 57 წლის რონალდ კუმანმა, კვირას თავი შეუძლოდ იგრძნო და ის სასწრაფოდ გადაიყვანეს ამსტერდამის ერთ-ერთ კლინიკაში. მიზეზი – გულის უკმარისობა გახლდათ. კუმანს მაშინვე ჩაუტარეს ოპერაცია. კორონოგრაფიის შემდეგ მას სტენტი ჩაუდგეს. მწვრთნელის მეუღლე ბერტინამ და აგენტმა რობ იანსენმა, De Telegraaf-ს უთხრეს, რომ ეროვნული გუნდის თავკაცის მდგომარეობა სტაბილურია და შესაძლოა, ორშაბათსვე გაწერონ სახლში. „აიაქსის,“...

მბაპე ნეიმარია?
Post

მბაპე ნეიმარია?

კლიან მბაპე ყოველმხრივ ბედნიერია პსჟ-ში. გვერდით ჰყავს ოჯახი, მეგობრები და აღმერთებენ ფანები. ამის მიუხედავად, კილიანს არასოდეს დაუმალავს, რომ მადრიდის „რეალში“ თამაშზე ოცნებობს. მისი ეს სიმპათია ორმხრივია და ფლორენტინო პერესსაც ერთი სული აქვს ფრანგ სუპერვარსკვლავს სამეფო კლუბის მაისური მოარგოს. დონ ფლორენტინო ხელსაყრელ მომენტს ელოდება. მბაპეს კონტრაქტს პსჟ-სთან 2022 წელს გასდის ვადა. რაც უფრო ახლოვდება ეს მომენტი,...

პრემიერლიგაში ბოიკოტი მწიფდება?
Post

პრემიერლიგაში ბოიკოტი მწიფდება?

ინგლისური პრემიერლიგის ექვსი კლუბის პოზიციამ, შესაძლოა, ჩემპიონატის განახლებას საფრთხე შეუქმნას. მოგეხსენებათ, გასულ პარასკევს გაიმართა ვიდეოკონფერენცია და ოცივე კლუბმა მხარი დაუჭირა სეზონის განახლებას. იქვე დაითქვა, რომ დარჩენილი შეხვედრები 8 ან 10 ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება. ბრიტანელმა ჟურნალისტებმა მოიკვლიეს ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება არც თუ ერთსულოვანი იყო. ადგილი აქვს ერთგვარ ბუნტს ცხრილის ფსკერზე მყოფი კლუბების მხრიდან. „ბრაიტონი“, „უოტფორდი“, „ვესტ...

თუ საქმე ბურთს არ ეხება, არავის აინტერესებ
Post

თუ საქმე ბურთს არ ეხება, არავის აინტერესებ

თითქმის ორი წელიწადი გაატარა გისოსებს მიღმა „ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება. ახლა მას ბრალი მოუხსნეს, ის თავისუფალია, მაგრამ ფულის გათეთრების ეს შემთხვევა ერთადერთი საქმე არ არის, რომელიც მის წინააღმდეგ აღძრეს. ძიება გრძელდება. საქმე, რომელმაც როსელს თითქმის ორი წელიწადი იზოლატორში გაატარებინა ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტთან რიკარდო ტეიშეირასთან იყო დაკავშირებული. „ბარსელონას”...

გერმანიამ დაიწყო, ინგლისი იწყებს, ფიზიო ავადაა
Post

გერმანიამ დაიწყო, ინგლისი იწყებს, ფიზიო ავადაა

პრემიერლიგის კლუბები კორონავირუსზე ტესტებს უკვე იკეთებენ. იმისათვის, რომ ინგლისის შეწყვეტილი ჩემპიონატი განახლდეს, სულ საჭიროა 40 000 ტესტი, რაც 4 მილიონი გირვანქა დაჯდება. გაირკვა, რომ ერთ წაყვან კლუბს უკვე დაუწყია თავისი მოთამაშეებისა და თანამშრომლების შემოწმება. მას ტესტები შეუძენია და ფეხბურთელებისთვის შინ დაუგზავნია. კლუბს ჯერ არ ასახელებენ. გეგმის თანახმად, პრემიერლიგელებმა ვარჯიში შემდეგ ორშაბათს უნდა განაახლონ. ჯერჯერობით, ლაპარაკია ინდივიდუალურ...