ერთი პერიოდი ტოპ ჩოგბურთელებისთვის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა პრიორიტეტულად არ ითვლებოდა. სამეფო სპორტი ზაფხულის ოლიმპიადის ნაწილი მისი დაარსებიდანვე ანუ 1896 წლიდან იყო, ვიდრე 1924 წელს თამაშების პროგრამიდან არ ამოიღებდნენ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ჩოგბურთი ხუთ რგოლში 1988 წელს სეულში დაბრუნდა და დღემდე მისი განუყრელი წევრია მიუხედავად იმისა, რომ მოწინავე მეჩოგნეები რატომღაც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას…
ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაწყებულ მსოფლიო ქვიშის საინაუგურაციო თამაშებზე, სადაც ქვიშის ჭიდაობაში ოთხკაციანი გუნდით წარდგენილმა საქართველოს ნაკრებმა დასაწყისშივე წარმატებას მიაღწია. 14 ოქტომბერს მედლების კომპლექტი გათამაშდა 70 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში. ორივე შემთხვევაში ფინალებამდე გაიკვალეს გზა ლევან ქელეხსაშვილმა და დავით მარსაგიშვილმა. ქელეხსაშვილმა (70 კგ), რომელიც A ჯგუფში გამოდიოდა, პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელი პანაჰ ილიასლი 1:0 დაამარცხა, შემდეგ მასპინძელი…
ბულგარელი ხულიგანი ფანები შავკანიან ინგლისელ ფეხბურთელებს მთელი მატჩის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაგრამ ბოლოს სტადიონიდან გაიძურწნენ. გაძურწვის მიზეზი ტაბლოზე ეწერა: 0:6! ფერადკანიანთაგან გოლები გაიტანეს მარკუს რეშფორდმა და რაჰიმ სტერლინგმა, დაცვაში კი ტაირომ მინგსს შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა. სტერლინგმა ორჯერ შეაგდო. დანარჩენი სამი გოლიდან ორი როს ბარკლიმ გაიტანა, ხოლო ერთი ჰარი კეინმა. როდესაც ერთი ნაკრები მეორეს მისავე დედაქალაქში…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes