Breaking News

Day: October 4, 2018

ბასილაშვილი მხეცია!

სულო ცოდვილო, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო ასეულში შეაბიჯა, უკვე გვიხაროდა და ვამაყობდით. თურმე, ჯერ სად ვართ?! ნიკა ტოპებს ერთ სეზონში გაუშინაურდა და ჯერ თავისი რანგისები ხომ ჩაჩოგნა, ახლა კი ელიტას დაერია! დღეს ნიკას მორიგი მსხვერპლი ესპანური და მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავი ფერნანდო ვერდასკო შეიქნა. შედეგად კი ჩვენიანმა ჩინეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში შეაბიჯა. ცნობისათვის: ჩინეთის ღია პირველობა…

Read more

ზიდანს პოჩეტინიო სჯობსო

„მანჩესტერ იუნაიტედიდან” გამოსული ბოლო ცნობა ის არის, რომ ჟოზე მოურინიუს მწვრთნელის პოსტიდან გაშვების შემთხვევაში, კლუბის ვიცე-თავმჯდომარე ანუ აღმასრულებელი შეფი ედ ვუდვორდი მთავარ კანდიდატად „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაც მაურისიო პოჩეტინიოს განიხილავს. როგორც გახსოვთ, აქამდე მთავარ კანდიდატად ზინედინ ზიდანს ასახელებდნენ, ახლა კი პოჩეტინიოზე დაიწყეს ლაპარაკი. მთავარი სიახლეც სწორედ ეს არის. მიზეზი: თურმე ვუდვორდი ფიქრობს, რომ ზიდანს „რეალში” სხვა…

Read more

ბრაზიანი არტურო და ბრაზილიელი არტური

ჩილელმა არტურო ვიდალმა „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „ბარსელონას” შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. „ბლაუგრანას” მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ის მოედანზე მხოლოდ ბოლო სამი წუთით შეიყვანა, რის გამოც, მატჩის დამთავრების შემდეგ ვიდალმა თავის ინსტაგრამზე გაბრაზებული „ემოჯი” გამოაქვეყნა. კაცმა რომ თქვას, 31 წლის ნახევარმცველმა მარტო გაბრაზებული სახე დადო, სიტყვებით არაფერი მიუწერია, ასე რომ მას ან ნებისმიერ სხვა ადამიანს შეუძლია თქვას,…

Read more

ისროლეთ ლუდი, არ არის ცუდი

რა იყო ყველაზე სახალისო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, სადაც „პსვ ეინდჰოვენი” „ინტერს” მასპინძლობდა? თამაში მილანელებისთვის სასიკეთოდ არ დაწყებულა: 27-ე წუთზე 21 წლის პაბლო როსარიომ მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ შესვენებამდე ერთი წუთით ადრე რაჯა ნაინგოლანმა ანგარიში გაქვითა, მე-60 წუთზე კი მაურო იკარდიმ „ნეროაძურის” გამარჯვების გოლიც შეაგდო. ამრიგად, „ინტერმა”, რომელმაც პირველ ტურში „სან სიროზე” „ტოტენჰემ…

Read more

რონალდუს გამოსავალი: აღიარე ცისფერობა

რამდენიმე დღის წინ ვეგასის პოლიციამ განაახლა გამოძიება კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ მავანი ამერიკელი ქეთრინ მაიორგა პორტუგალიელ ვარსკვლავს გაუპატიურებაში სდებს ბრალს. სავარაუდო დაზარალებულის თქმით, ფეხბურთელმა მაშინ სიჩუმის სანაცვლოდ 300 000 გირვანქა გადაუხადა. რონალდუ ბრალდებას უარყოფს და მაიორგას მისი პიპულარობით სარგებლობაში სდებს ბრალს, მისი ადვოკატები კი იმ გამოცემას უჩივიან, რომელმაც ისტორია გაასაჯაროვა. და აი, სულ ცინცხალი…

Read more