პარიზი-რუბეს ველორბოლა უკანასკნელი აღმოჩნდა 23 წლის მიხაელ გოლარსტისთვის. რბოლისას მან წონასწორობა დაკარგა, ქვაფენილზე დაეცა და გონება დაკარგა. შემდეგ მას გულიც გაუჩერდა. ადგილზე ჩატარებულმა რეანიმაციულმა ზომებმა შედეგი არ მოიტანა. სპორტსმენის გადარჩენა საავადმყოფოშიც ვერ მოხერხდა, სადაც ის ვერტმფრენით გადაიყვანეს.
პარიზი-რუბეს ველორბოლა ტექნიკური თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე რთულ შჯიბრად მიიჩნევა. ტრასის მნიშვნელოვან მონაკვეთს სპორტსმენები ასფალტის ნაცვლად ქვაფენილზე გადიან, რა დროსაც კონტროლის შენარჩუნება რთულია. პარიზი-რუბეს რბოლა „ჩრდილოეთის ჯოჯოხეთის“ სახელითაც არის ცნობილი.
ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
