დიეგო კოშტამ თავისი ყოფილი მწვრთნელი, ანტონიო კონტე დატროლა. შესანიშნავი შანსი მიეცა და ხელიდან არ გაუშვა: „ჩელსიმ” „ბარსელონასთან” 0:3 წააგო. „ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, „ლურჯები” კი გავარდნენ.
როგორც კი „ბარსას” და „ჩელსის” შეხვედრა დასრულდა, კოშტას გვერდზე, სოციალურ ქსელში, გამოჩნდა ლონდონელთა გუნდის შემადგენლობის სკრინშოთი, რომელზეც ფეხბურთელს მწვრთნელის გვარი დიდი მონდომებით ჰქონდა წაშლილი.
შეგახსენებთ, რომ დიეგო კოშტამ 2016-17 წლების სეზონში, „ჩელსის” ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ შემდეგ იტალიელ მწვრთნელთან უთანხმოება მოუვიდა და მადრიდის „ატლეტიკოში” გადავიდა. როგორც ჩანს, გაესპანელებულ ბრაზილიელს ძველი წყენა დღემდე არ დავიწყებია.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
