საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

Home საჭირბოროტო კითხვა-პასუხი საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
  • რამდენიმე შეკითხვა მაქვს.
  • „ინტერზე“ არ მკითხო და რაც გინდა ის იყოს.
  • კარგი. რატომ არის, რომ ხალხი ცხრა კაცითაც იგებს თამაშს, ჩვენ კი მთელი სტადიონი რომ ჩავიდეთ მოედანზე, ვაგებთ?
  • იმიტომ, რომ ჩვენ სხვანაირები ვართ.
  • ეგ რას ნიშნავს?
  • ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუპერტ მერდოკს უნდა შევეკრათ.
  • ვინ არის რუპერტ მერდოკი?
  • მაგრამ რუპერტ მერდოკი ჩვენ არ შეგვეკვრება.
  • რატომ?
  • იმიტომ, რომ სხვანაირები კი ვართ, მაგრამ სუპერლიგაში არავინ გაგვიშვებს.
  • კვლავდაკვლავ რატომ?
  • იმიტომ, რომ ძაან სხვანაირები ვართ. ძაან სხვანაირების კი არ ესმით.
  • რაშია ეს სხვანაირობა?
  • ძალიან სხვანაირად ვთამაშობთ.
  • და რუპერტ მერდოკი ვინ არის?
  • კაცია, სუპერლიგას აარსებს. მთელს მსოფლიოში ეძებს ხალხს, ვისაც შეეკვრება.
  • და ჩვენ რატომ არ შეგვეკვრება?
  • აბა, რა გაქვს შესაკრავი? ჩვენი „შნუროკი“ არავის სჭირდება.
  • რაიო, ჩვენ ხომ ხიდი ვართ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის?
  • მაგ ხიდი ფეხბურთის თავზე გადადის.
  • როგორ?
  • როგორ და მაგ ხიდზე ფეხბურთელები არ დადიან.
  • მაშ, აბა ვინ შეგვეკვრება?
  • ალბანეთი შეგვეკვრებოდა, შესაკრავი რომ ჰქონდეს.
  • ეგეც ჩვენსავითაა?
  • არა, ჩვენ ვართ მაგათსავით.
  • ეს სიცრუეა! ჩვენ „აიაქსში“ ვთამაშობთ, ალბანეთი კი, არა.
  • „აიაქსი“ შორსაა. ახლოში კი რა ხდება?
  • სასიკეთო ძვრები.
  • აი, სულელი. თუ ვინმეს არ შეეკარი, ერთადერთი ძვრა მოხდება.
  • რომელი?
  • მიწისძვრა.
  • ეგ ფეხბურთთან რა კავშირშია?
  • პირდაპირ კავშირში, სტადიონი დაინგრევა.
  • რას ერჩი? მშვენიერი სტადიონია. აი, სკამებიც გვაქვს. ნამდვილი ის არის, რა ჰქვია?
  • „კამპ ნოუ“.
  • თუ „ნოუ კამპი“.
  • ჩვენს ბავშვობაში „ნოუ კამპი“ იყო, მაგრამ ახლა „კამპ ნოუ“ გამოდგა.
  • რითა ვართ მაგათზე ნაკლები?
  • მისმინე. ბარსელონაში არის გაჩიანის გადასახვევი?
  • არა.
  • ბარსელონაში, გადახურულში რომ დგახარ, გაწვიმს?
  • არა.
  • და ჩვენსა?
  • რა გინდა?
  • ისა, რომ მერდოკი არ შეგვეკვრება სანამ გადახურულში დგახარ და მაინც გაწვიმს.
  • და გაზა?
  • გაზასგან რა გინდა?
  • გაზა არ შეგვეკვრება? ხომ ბევრი ფული აქვს?
  • გაზა კი შეგვეკვრება, თუ პეროვზე ჩავატარებთ.
  • პეროვზე რატომ?
  • „გინესი“ იყიდება. ჩამოვუსხამთ და მეტი რა უნდა?
  • მერე, შევეკრათ, რაღას ვუყურებთ?
  • ეჰ… ეგ ისეთი ჩანს, აქეთ შეგვეკრება. დაგვილევს „გინესებს“ და დაიფსება.
  • მაშ, საშველი აღარ ყოფილა.
  • ჩვენ ხომ სხვანაირები ვართ? მოდი პელე მოვიწვიოთ.
  • ეგ რა ხეირს დაგვაყრის?
  • სულ არაფერს მაინც სჯობია.

3.10.1998