ქვეყნის მასხარად გამოაჭენეს არტურო ვიდალი პერუში. ჩილე ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც პერუელებისთვის ლამის ეროვნულ დღესასწაულად იქცა.

პერუსაც პლეი ოფი ელის ახალ ზელანდიასთან და ეგებ, თვითონაც ვერ წავიდეს რუსეთში მომავალ ზაფხულს, მაგრამ ამას ვინ დაეძებს, მთავარია, რომ მოქიშპე ჩილე დარჩა სახლში და პერუელთა ფიესტის და ჩილელი არტურო ვიდალის დაცინვის მიზეზიც ეს გახლავთ.
ჩილელთა და ვიდალის დაცინვა პერუს ტელეკომპანია „დირექტ ტივიმ“ ორიგინალურად გააშანშალა. ლიმაში საკუთარ სარეკლამო დაფაზე არტურო ვიდალი დახატა და ზემოდან წააწერა: „გააკეთე არტუროსავით – უყურე მუნდიალს სახლიდან კომფორტულად. უყურე პერუ – ახალ ზელანდიას დირექტ ტივით“.
რატომ აირჩიეს საქილიკოდ არტურო ვიდალი იოლი მისახვედრია – გულზე ეხატებათ და იმიტომ.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
