დიღომში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე განათების ბოძი წაიქცა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. იქაურობა ღმერთმა დაიფარა…
მონტენეგრო – ლატვიის ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი „დავით პეტრიაშვილზე“ ახალდაწყებული იყო, როცა განათების ბოძი მოედნის მხარეს გადავარდა და სტადიონი სანახევროდ ჩაბნელდა. ცხადია, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი შეწყდა… შეხვედრა მოგვიანებით, „მიხეილ მესხზე“ გაგრძელდა და ფრედ 1:1 დამთავრდა.
ბოძის წაქცევის ფაქტი, სტადიონის თანამშრომლებმაც დაგვიდასტურეს და დასძინეს, საგანგაშო არაფერია, ბოძს მალევე დააბრუნებენ თავდაპირველ მდგომარეობაშიო. ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია მომხდარზე უეფას წარმომადგენლების რეაქცია.

მონტენეგრო – ლატვიის მატჩამდე კი „მიხეილ მესხზე“ იტალია – საქართველოს 17-წლამდელებმა ითამაშეს. ვინაიდან თბილისური ჯგუფიდან ელიტ რაუნდში გამსვლელი ორი გუნდის ვინაობა მეორე ტურის შემდეგ გადაწყვეტილი იყო, არც ქართველებს და არც იტალიელებს თამაშით თავი აღარ მოუკლავთ, უმოტივაციო შეხვდერაში კი მოგებული სტუმარი დარჩა – 2:0.
ჩვენი შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებული იტალია გახდა, მეორეზე საქართველო გავიდა, მესამე ლატვიაა, ბოლო – მონტენეგრო. იტალია და საქრთველო ელიტ რაუნდზე ითამაშებენ.
ავტორის პროფილი
- კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 20:50წახვალ, ვილი ???
კატეგორიის გარეშე06/05/2025 | 08:06პლატინის გუნდი აღზევდა
კატეგორიის გარეშე03/05/2025 | 10:22დიდი მისვლა-მოსვლა ევროპაში
კატეგორიის გარეშე03/04/2025 | 07:38კვარამ ივარჯიშა
