„სარბიელის“ ტრადიციულ დაჯილდოებაზე (1993 წლიდან), რომელზეც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი დაჯილდოვდნენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არც ერთი ხელმძღვანელი არ მოვიდა. დაჯილდოებას ამით არაფერი დაჰკლებია. უბრალოდ უცნაურია ასეთი არყოფნა. სხვათა შორის, ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი „სარბიელის“ ჯილდოს ორ-ორგზის მფლობელები არიან. სხვა თუ არაფერი, დაჯილდოებაზე მოვიდნენ ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ოთარ გაბელია, თემურ ქეცბაია,...
ჭდე: ოთარ გაბელია
ქალი და ავანსი
„სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვით საქართველოს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელდა! ჯერაც ყაზანის „რუბინის“ გარემარბმა საოცარი სეზონი გამოაცხო – ახლა უკვე საერთაშორისო, სანაკრებო დონეზეც და აბსოლუტურად დამსახურებულად მოიპოვა ეს საპატიო წოდება, რომელსაც, სხვათა შორის, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია, კახა კალაძე, აკაკი დევაძე და ქართული ფეხბურთის სხვა ვარსკვლავი ატარებს. შეგახსენებთ: „სარბიელმა“ საქართველოს საუკეთესო...
ემოციური ადამიანი
კარგი მეკარე ნახევარი გუნდის ტოლფასია. ბევრია დამოკიდებული თანაგუნდელთა იმედსა და ხერხემალზე. ქართველებს არაერთი ჩინებული მეკარე გვყოლია, ამათგან ჩემს თაობას მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი უნახავს მინდორზე. დანარჩენების დიდებაზე მხოლოდ ლეგენდები მოუსმენია. დღევანდელ ქართულ ფეხბურთში არ არიან მაღალი კლასის მეკარეები. ხშირად გაიგონებდით, ალბათ, ოთარ გაბელიას დონის მეკარე რომ გვყავდეს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს არა გაუჭირდებაო. სწორედ გაბელიაა ის კაცი,...


