საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ში ბოლო ტურიღა დარჩა გასამართი, პრო დ2-ში ფინალისტები გამოვლინდნენ, ხოლო „ქართულმა“ „ორიაკმა“ პლეი-ოფში გამარჯვებით ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ტოპ 14 „ტულუქმა“ ჩელენჯ თასის ფინალისტ „ლიონს“ დამაჯერებლად, 43:3 მოუგო და მდევარ „ბორდოს“ მთელი 17 ქულით დაცილდა. ირაკლი აფციაურმა პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა და ზედაც ბოლო 7 წუთი წაამატა. მეორე ადგილისთვის ორი მებრძოლი კი...
ჭდე: მიხეილ ალანია
ქართველების სუპერტური
ფრანგული სარაგბო პირველობის მე-8 ტური მეტად ნაყოფიერი გამოდგა ქართული ლეგიონისთვის. უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ, წარმატებული ტური პრო დ2-ში მოთამაშე ქართველებისთვის იყო, კიდევ მეტად რომ დავკონკრეტდეთ, მთავარი ამბები ხსენებული ლიგის ორ კონკრეტულ მატჩში მოხდა – ჯამში 6 ლელო, 4 ჯარიმა და 3 გარდასახვა! 48 ქართული ქულა ორ მატჩში მართლაც ფანტასტიკას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას! შედეგად კი,...
5 ლელო და 5 ქულა ავჭალაში
თებერვლისთვის უჩვეულო დარში ბორჯღალოსნებმა ავჭალაში სეზონის მეორე გამარჯვება იზეიმეს და „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემიონატის ა ჯგუფის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნიდერლანდებს 31:10 მოუგო, ერთის წილ 5 ლელო გაუტანა და ამის ხარჯზე პრემიალური ქულაც მიიღო. მიუხედავად ქართველთა დიდი უპირატესობისა, თამაშის პირველი და დასკვნითი ქულები სტუმრებმა მიითვალეს. მათ დებიუტშივე მოიპოვეს ჯარიმის შესრულების უფლება,...
ჯაიანი დაბრუნდა!
საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში მორიგი, 24-ე ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 13-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ლიგაში სატურნირო ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ეს როგორც ლიდერთა ჯგუფს ეხება, ისე გასავარდნი ზონის წარმომადგენლებს. ერთპიროვნულ ლიდერ „ოიონაქსს“ პირველობა ფაქტობრივად განაღდებული აქვს, რადგან დღეისთვის ეს გუნდი უახლოეს მდევარ „გრენობლს“ მთელი 19 ქულით...
მიქაუტაძის ბონუსი
კოტე მიქაუტაძემ 5-წლიანი პაუზა შეწყვიტა და საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში ლელო გაიტანა. მართალია, 30 წლის მეორეხაზელს ყველა წინა ლელო რანგით უფრო მაღალ ლიგაში – ტოპ 14-ში ჰქონდა დადებული, ამჟამად კი მან თავი პირველად გამოიჩინა „ბაიონში“, რომელმაც „ორიაკს“ ბონუსით, 37:6 აჯობა და ბონუსის მომტანი, მესამე ლელო სწორედ მიქაუტაძის ავტორობით გავიდა. შეხვედრის 49-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ბასკებმა მრავალსვლიანი...
მხოლოდ 12 ქართველი…
საფრანგეთის მეორე ელიტურ სარაგბო ლიგა პრო დ2-ში მე-13 ტური გაიმართა, რომელიც თავისი დაძაბულობით აშკარად გამორჩეული გამოვიდა. რვიდან ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ბონუსის მონადირება მხოლოდ ლიდერმა „მონ-დე-მარსანმა“ მოახერხა, რომელმაც „პროვანსს“ 32:15 აჯობა. ამ ლიგისადმი ჩვენი ინტერესი კი მასში მოასპარეზე ქართველების სიმრავლით აიხსნება, თუმცა, გასულ ტურში ქართული ლეგიონი ერთობ მოკრძალებული იყო – ხუთშაბათსა და პარასკევს მხოლოდ...





