შვეიცარიელ გრანიტ ჯაკას, რომელიც „არსენალში” თამაშობს, სერბეთთან 3:2 გამარჯვების შემდეგ მენტალური მონსტრი უწოდეს. შვეიცარიელები მერვედფინალში გავიდნენ, ჯაკამ კი სერბებს თავის გენიტალიებისკენ მიუთითა. ეს შესვენების შემდეგ მოხდა, როდესაც შვეიცარიამ მესამე გოლი გაიტანა და 1:2 ჩამორჩენა 3:2 დაწინაურებით შეცვალა. ჯაკას ჟესტის დანახვაზე სერბი ფეხბურთელები სათადარიგოების ჩათვლით გაგიჟდნენ და საჩხუბრად მოედანზე გაცვივდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეხვედრაში გენიტალიებს...
ჭდე: გრანიტ ჯაკა
ალბანური მაფიის კვალი გამოჩნდა
გახსოვთ, გამოძიება გრანიტ ჯაკას გაფრთხილებასთან დაკავშირებით? ეს გასულ სეზონში, „არსენალისა” და „ლიდსის” შეხვედრაში მოხდა. და აი, გამომძიებლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამ ყვითელი ბარათის კვალს ალბანურ მაფიასთან მივყავართ. გაფრთხილების გარშემო რაღაც პატიოსნად რომ არ იყო, თავდაპირველად იმიტომ იფიქრეს, რომ „ელანდ როუდზე” გამართული შეხვედრის („არსენალმა” 4:1 მოიგო) მიწურულს ტოტალიზატორებში შევიდა 52 000 გირვანქა. მავანნი ფსონს ჩამოდიოდნენ, რომ...
გამოძიება, ჯაკა და ტოტალიზატორი
გრანიტ ჯაკამ ახლახან დამთავრებულ სეზონში, „არსენალისა” და „ლიდსის” შეხვედრაში იმდენად უცნაური ყვითელი ბარათი მიიღო, რომ მის წარმოშობას დანაშაულებათა ეროვნული სააგენტო იძიებს. საქმეს ტოტალიზატორთან დაკავშირებული სკანდალის სუნი ასდის. იკითხავთ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია რას მიკეთებსო. საქმე სწორედაც ის არის, რომ ფეხბურთის ასოციაციამ მომხდარი ექვსი თვის განმავლობაში იძია და სერიოზული დანაშაულის კვალი რომ შეამჩნია, საქმეში კომპეტენტური სამსახური ჩართო....
თუ კანკალებ, დარჩი სახლში
„ნიუკასლმა” „არსენალს” 2:0 მოუგო. წაგებით გაბრაზებულმა გრანიტ ჯაკამ თანაგუნდელებს შეუტია, მოედანზე ყოფნის ღირსები არ იყავითო. ამას ის გაგრძელება მოჰყვა, რომ ინგლისური ფეხბურთის ვეტერანებმა, „სქაი სპორტის” ექსპერტებმა გარი ნევილმა და ჯეიმი კარაგერმა ნახევარმცველს ახალგაზრდა ფეხბურთელების ასეთი განქიქება არ შეარჩინეს. „არსენალი” ნიუკასლში სათამაშოდ რომ მიდიოდა იცოდა, რომ მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში „ტოტენჰემის” ჩამოტოვებას მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში შეძლებდა, მაგრამ...
ჯაკა მამაძაღლია თუ არა?
გრანიტ ჯაკამ 18 დეკემბერს, „არსენალისა“ და „ლიდსის“ შეხვედრაში ჯარიმა იმდენს ხანს არ დაარტყა, რომ მსაჯმა ანდრე მარინერმა ყვითელი ბარათი აჩვენა. ახლა ამბობენ, შესაძლოა ჯაკამ ეს განზრახ გააკეთა, რადგან მავან კლიენტს ერთ-ერთ ტოტალიზატორში 52 000 გირვანქა ჰქონდა დადებული რომ ამ შეხვედრაში ჯაკა ყვითელს მიიღებდა და 250 000 ათასი მოიგო კიდეცო. ის თამაში დამთავრდა 4:1 „არსენალის“ გამარჯვებით....
როცა სალაჰი არ გწყალობს
„კარაბაოს“ თასის ნახევარფინალში „ლივერპული“ 66 წუთის განმავლობაში რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა, თან შინ, მაგრამ „არსენალს“ ვერ მოუგო — 0:0. იურგენ კლოპის გუნდმა ვერაფერი მოუხერხა შეუვალ „მეთოფეებს“, რომელთაც პირველ ტაიმში გრანიტ ჯაკა გაუგდეს პირდაპირი წითლით დიოგო ჟოტას წინააღმდეგ სულელური უხეშობის გამო. ეს ჯაკას მეხუთე გაძევება იყო „მეთოფეების“ მაისურით. მთავარი, რაც ამ შეხვედრის მიმოხილვისას უნდა ვთქვათ არის ის,...
მეთოფეებს ქალაქელებთან არ უმართლებთ
ათი კაცით დარჩენილმა „არსენალმა“ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც წააგო სტუმრად ჩასულ „მანჩესტერ სიტისთან“ — 1:2. თამაშის ბედი როდრის მიერ 90+3 წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. „მეთოფეებს“ „ქალაქელებთან“ ამ სეზონში არ უმართლებთ. აგვისტოში, პირველი წრის შეხვედრაში, „ეტიჰედზე“ გვარდიოლას გუნდმა 5:0 მოუგო, რამაც მათ ცხადია მწარე გემო დაუტოვა; 1 იანვარს კი მსაჯის წამატებულ წუთებში გაშვებული გოლით დამარცხდნენ, რაც...
ზოგი არსენალშიც არ იცრება
მიკელ არტეტა „არსენალში“ დაუსრულებელმა კოვიდპრობლემებმა დაღალა. ამჯერად, სანაკრებო კვირეულის დასრულების შემდეგ, მის 28 წლის შვეიცარიელ ფეხბურთელს გრანიტ ჯაკას მოუწია შინ დარჩენა. მას covid 19 შეეყარა. არტეტა, რომელიც 2020 წლის მარტში თავად პრემიერლიგის პირველი კოვიდინფიცირებული გახლდათ, ამბობს: „ჩვენ არ გვინდა ვირუსის ლუკმა გავხდეთ, ამიტომ ის ფეხბურთელები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს იტყვიან, გარკვეულ ასპექტებში შეიზღუდებიან. თუკი ფეხბურთელი აუცრელია,...
ტიერი ანრიმ ტელევიზორი გამორთო
„არსენალმა” „ბარნლისთან” შინ, „ემირეითზე”, 0:1 წააგო, პატრის ევრამ კი მოყვა ისტორია, თუ როგორც გამორთო ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ ტელევიზორი, როდესაც დაინახა, რომ მის სათაყვანებელ „მეთოფეებს” გრანიტ ჯაკა კაპიტნობდა. ჯაკაზე სიტყვა იმიტომ ჩამოვარდა, რომ „ბარნლისთან” შეხვედრაში, ის მოედნიდან გააგდეს. შვეიცარიის ნაკრებში მოთამაშე ალბანელმა თავიდან დუაიტ მაკნილთან ორთაბრძოლისას ჩვეულებრივი ყვითელი მიიღო, შემდეგ კი ეშლი ვესტვუდს ყელში სწვდა, რის...
ქეიფი გადადებულია!
ამ უქმეებზე, მერსისაიდზე, შამპანურს დროებით ყინულში ჩატოვებენ. „ლივერპულის” ყოფილმა მოთამაშემ რაჰიმ სტერლინგმა იურგენ კლოპის გუნდს ჩემპიონობა გადაუვადა. არადა, „მანჩესტერ სიტის” „არსენალთან” ფეხი რომ დაცდენოდა, „ლივერპულს” მიეცემოდა შესანიშნავი შანსი, კვირას მერსისაიდულ დერბიში გამხდარიყო ჩემპიონი. ტიტულის მაინცდამაინც „გუდისონ პარკზე”, „ევერტონთან” შეხვედრაში მოპოვება „წითლებისთვის” განსაკუთრებით ტკბილი იქნებოდა. თან, უკვე 30 წელს გადაცდა, რაც ისინი ინგლისის ჩემპიონები არ გამხდარან,...







