გრანიტ ჯაკას „არსენალის” კაპიტნობა ჩამოართვეს. ეს ცნობა თავად „მეთოფეთა” მწვრთნელმა უნაი ემერიმ დაადასტურა. ის მას-მედიის წარმომადგენლებს „გიმარაეშთან” ევროლიგის თამაშის წინ მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე შეხვდა. ჯაკას ამბავი ახალია და დიდი შეხსენება არ სჭირდება: მან საკუთარ გულშემატკივრებს აგინა. შვეიცარიელი გუნდს პორტუგალიაში არ გაჰყვა და დღეს არ ითამაშებს. ემერიმ თქვა: „გრანიტს ველაპარაკე. ის „არსენალის” კაპიტანი აღარ არის. მე მას...
ჭდე: გრანიტ ჯაკა
ჯაკა ბოდიშს არ მოიხდის
გრანიტ ჯაკამ „არსენალის” ფანების ლანძღვა განმარტა. შვეიცარიელმა თქვა, რომ ჭკუა მაშინ გადაეკეტა, როდესაც ტრიბუნიდან ვიღაცამ მის ქალიშვილს კიბო უსურვა. ამის გარდა, ზოგი მის ცოლს დამუქრებია სიკვდილით, ზოგი კი პირადად მას ფეხების გადამტვრევით. ჯაკა ბოდიშის მოხდას არ აპირებს. განცხადება, რომელიც „არსენალის” „ტვიტერზე” გრანიტ ჯაკას სახელით გამოქვეყნდა, წერია: „კვირა შუადღისას მომხდარის გასაანალიზებლად გარკვეული დრო დამჭირდა და ახლა...
საკუთარი მაყურებლის გინება და ვინ იყო ვიდეორეფერი? (ვიდეო)
გრანიტ ჯაკა შეიძლება „არსენალის” კაპიტანი აღარ იყოს. მიზეზი: „კრისტალ პალასთან” შეხვედრის (2:2) 61-ე წუთზე, როდესაც ის შეცვალეს და მოედნიდან გადიოდა, ჯერ ირონიულად ყურზე ხელი მიიდო, შემდეგ საკუთარ გულშემატკივრებს აგინა, ბოლოს კი გაბრაზებულმა მაისურა გაიხადა და გასახდელში შევიდა. „მეთოფეთა” მწვრთნელმა უნაი ემერიმ თქვა: „ჩვენ მასთან დალაპარაკებას ვაპირებთ. ჯაკამ რატომღაც მოთმინება დაკარგა და არასწორად მოიქცა. ის რომ...
ერთუჯრედიანი
ევროპა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „არსენალმა“ „ვალენსიას“ 3:1 მოუგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. დუბლით გამოირჩა ალეკსანდრ ლაკაზეტი, ერთიც პიერ ემერიკ ობამეიანგმა შეაგდო. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ „მეთოფეების“ ქომაგები შვეიცარიელი შუახაზელის გრანიტ ჯაკას თამაშმა აღაშფოთა. აფეთქდა სოციალური ქსელი. რას აღარ უწოდებენ. პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდ ფეხბურთელადაც კი მოიხსენიეს. მიზეზი პირველი გოლის ეპიზოდისას მისი ინერტულობა გახლდათ,...


