მე-8 ტურის საწყის მატჩში თბილისის დინამოელებს მოულოდნელი პრობლემები შეექმნათ: რამდენიმე საათი რჩებოდა თამაშის დაწყებამდე, როცა ოთხი ფეხბურთელი გამოაკლდათ. მათ შორის, მეკარეებიც. მიზეზი – კოვიდპანდემია. სასწრაფოდ ორი მეკარე „დინამოს“ აკადემიიდან დაიმატეს: 19 წლის ლუკა კუტალაძე და 17 წლის პაპუნა ბერუაშვილი. კარში დებიუტანტი კუტალაძე ჩადგა. „დღეს დილით, რომ მითხრეს, ძირითადში უნდა მეთამაშა, ცოტა დავიბენი, მაგრამ მერე, მინდორზე...
