საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონი არ შეცვლილა – მარსელის „ველოდრომზე“ გამართულ ფინალში უბრწყინვალესი ანტუან დიუპონის „ტულუზმა“ „ბორდო“ უბრალოდ გააცამტვერა – 59:3. ტულუზური გრანდი მართლაც რომ უძლეველია – საფრანგეთის ჩემპიონობაც შეინარჩუნა და ევროპის ჩემპიონთა თასიც დაისაკუთრა! სამწუხაროდ, „ბორდოს“ ერთადერთმა ქართველმა ლექსო ყაულაშვილმა ნახევარფინალის ბოლო წამებზე ტრავმა მიიღო და ფინალს გამოაკლდა, თუმცა, ძალთა შეფარდებას მისი თამაშიც ვერანაირად შეცვლიდა, იმდენად...
ჭდე: რაგბი
ყაულაშვილი ტოპ 14-ის ფინალშია
საფრანგეთის ტოპ 14-ში და ზოგადად ევროპასა თუ დანარჩენ სარაგბო მსოფლიოში ერთადერთი მატჩიღა დარჩა გასამართი. ინგლისის ჩემპიონატი რამდენიმე კვირის წინ „ნორთჰემპტონის“ გამარჯვებით დასრულდა, შაბათს დილით ახალზელანდიურმა „ბლუზმა“ თანამემაულე „ქრუზეიდერსის“ მრავალწლიანი ჰეგემონია დაამხო და ფინალში კიდევ ერთ ზელანდიურ ფრენჩაიზის – „ჩიფსის“ 41:10 განადგურებით სუპერ რაგბის წყნარი ოკეანის დანაყოფის ჩემპიონი გახდა. შაბათსვე ჩემპიონის ვინაობა გაირკვა იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიპშიც...
გიგაშვილმა ლელო გაიხსენა
საფრანგეთის ტოპ 14-ში მე-14 ტური გაიმართა და მასში მონაწილეობა 10-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. წინა ტურებისგან განსხვავებით, ამჯერად ერთადერთი ქართული ლელო დაფიქსირდა: „ტულონისა“ და „ბორდოს“ შეხვედრის მე-14 წუთზე სტუმართა ლელოდან 15 მეტრში რაქი შეიქმნა, საიდანაც ბურთი ჩვეულ სტილში ვასილ ლობჟანიძემ გამოიტანა, მიზნისკენ სწრაფად დაიძრა და მისი შეჩერება ბორდოელებმა მხოლოდ კოლექტიურად შეძლეს, მაგრამ ტულონელთა შეტევა გაგრძელდა და...
ორიაკის ქართველები აღარ ხუმრობენ
ვიდრე ყველა წამყვანი სარაგბო შიდა ჩემპიონატი მსოფლიო თასის გამო ან პაუზაზეა გასული, ან ჯერაც არ დაწყებულა, საფრანგეთის პრო დ2 შეუსვენებლად, რამდენიმე დღიანი ინტერვალებით ტურს ტურზე ატარებს. მე-5 ტურში 2 ქართული ლელო გავიდა, მანამდე კი, მე-4 ტურში ქართველმა მორაგბემ 2 გატანილი ჯარიმით ისახელა თავი. საუბარია „ორიაკის“ მორაგბეებზე. ცნობილია, რომ ამ კლუბის ძირითად ბირთვს ტრადიციულად ქართველები შეადგენენ...
მარიფილდი დიდი ჯახის მოლოდინშია
შაბათს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პლანეტის ერთ-ერთ საკულტო სარაგბო არენაზე უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგის დიდებულ „მარიფილდზე“ ბორჯღალოსნები საოცარ ფორმაში მყოფ მასპინძლებს დაუპირისპირდებიან და ეს იქნება ბოლო, გენერალური რეპეტიცია მსოფლიო თასის დაწყებამდე ორი კვირით ადრე. ის, რომ დღევანდელი „ნარშავები“ არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს წარმოადგენენ, ყველასთვის ნათელია. მარტო „ექვსი ერის“ ბოლო ჩემპიონატში მესამე ადგილზე...
პრო D2-ში 46 ქართველია!
17 აგვისტოს, „ბიარიცისა“ და „კოლომიეს“ ,მატჩით სტარტს აიღებს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე ელიტური დივიზიონის რეგულარული სეზონი. პრო D2 სწორედ ის ტურნირია, სადაც ქართველ ლეგიონერთა ყველაზე დიდი რაოდენობაა კონცენტრირებული, მათ შორის ბორჯრალოსნებიც არიან. ამდენად, ეს ტურნირი ქართული რაგბის ქომაგების მხრიდან განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს. მსოფლიო თასზე სავარაუდო წამსვლელთა რაოდენობა ამ ლიგის კლუბებში მართლაც შთამბეჭდავია. უბრალოდ ჩამოვთვლით პრო...
საქართველომ არგენტინა დაადუმა
Rugbydump: „მიუხედავად იტალიის მიერ სამხრეთ აფრიკის ღირსშესანიშნავი ძლევისა, „მსოფლიო რაგბის“ U20 მიმდინარე ჩემპიონატზე უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა. საქართველოს ყოვლისმომცველი გამარჯვება არგენტინაზე იყო ტიერ 2-ის ერის რეალური განაცხადი ელიტაში შესვლაზე. ქართველები განუწყვეტლივ აკაკუნებენ ექვსი ერის კარზე და ევროპული რაგბის უმაღლეს ეშელონში ჩარიცხვას ითხოვენ, ეს არის იმის დასტური, რომ ქვეყანაში მოთამაშეთა აუცილებელი სიღრმეებია და ისინი აგრძელებენ გაუმჯობესებას....
წარმატებები უმცროს ბორჯღალოსნებს!
შაბათს, 24 ივნისს, საღამოს 9 საათზე, სამხრეთ აფრიკის ქალაქ სტელენბოსის „დენი ქრეივენ სთედიუმზე“ დაიწყება მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი, რომელშიც მასპინძელი, სამხრეთაფრიკელი 20-წლამდელები უმცროს ბორჯღალოსნებს დაუპირისპირდებიან. ეს ტურნირი 3-წლიანი პაუზის შემდეგ ტარდება. 2020-2022 წლებში მსოფლიოს სარაგბო ტალანტთა მთავარი ფორუმი კოვიდის პანდემიამ გააუქმა და შესაბამისად, 2000-2002 წლებში დაბადებულებს ეს გამოცდილება და სიამოვნება მოაკლდათ. ამდენად, მთელი სარაგბო თემი...
გაფართოებულ რაზმში 39 ბორჯღალოსანია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიო თასისთვის სამზადისი დაიწყო. ეროვნული ნაკრების თავკაცმა ლევან მაისაშვილმა წინა წლებში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უარი თქვა და მსოფლიო თასზე სავარაუდო წამსვლელთა არა 50-60-კაციანი სია ჩამოწერა, არამედ 39 მოთამაშე დაასახელა, რომელთაგან 33 საფრანგეთში გაემგზავრება. შეკრებაზე გამოძახებული 39 მორაგბის გარდა იქნება სარეზერვო ჯგუფიც, რომელიც სპეციალური ინდივიდუალური პროგრამით მოემზადება და საჭიროების შემთხვევაში ამ ჯგუფის...
ჩემპიონი ქართველების გარეშე
ევროპის საკლუბო სარაგბო სეზონს წერტილი შაბათ გვიან საღამოს დაესვა — დიდებულ „სტად დე ფრანსზე” „ტულუზმა” ევროპის ჩემპიონთა თასის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულ „ლა როშელს” უდრამატულეს და უდაძაბულეს შეხვედრაში 29:26 მოუგო და საფრანგეთის 22-გზის ჩემპიონი გახდა! პირველი ტაიმი ტულუზელებმა უკეთ ჩაატარეს და თითქოს კომფორტულად უნდა დაწინაურებულიყვნენ, მაგრამ ტაიმის ბოლო შეტევაში „ლა როშელმა” ლელო-გარდასახვის გატანა მოახერხა და...









