სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ საქართველოში ზამთრისა და ზაფხულის სპორტს შორის ცა-დედამიწასავით სხვაობაა. საერთაშორისო შეჯიბრებებში, თოვლსა და ყინულზე ქართველი ათლეტები ისეთი წარმატებით ვერასდროს დაიკვეხნიდნენ, როგორც ტატამზე, საჭიდაო ხალიჩასა და ზაფხულის სხვა ინდივიდუალურ და თუნდაც, სათამაშო სახეობებში. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ზამთარ-ზაფხულის ოთხწლეულის უმთავრესი სპორტული ფორუმია, ქართულ ყულაბაში აქამდე არცერთი...
Tag: ოლიმპიური თამაშები
გაყიდული ოლიმპიადა
127 წლის წინ შედგენილი მანიფესტი, რომელმაც დასაბამი მისცა ოლიმპიურ თამაშებს ნიუ იორკის „სოთბის” აუქციონზე რეკორდულად დიდ თანხად – 8 806 500 აშშ დოლარად გაიყიდა. საქმე ეხება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ფუძემდებლის, პიერ დე კუბერტენის მიერ 1892 წელს შედგენილ 14-გვერდიან ხელნაწერ დოკუმენტს, სადაც საუბარია ფრანგი ბარონის სურვილზე, აღედგინა ანტიკური ოლიმპიური თამაშები. „სოთბის” თანახმად, ეს იყო ყველაზე დიდი თანხა,...
როცა რონალდო რონალდინიო იყო
1996 წლის ოლიმპიური თამაშები თუნდაც იმით იყო გამორჩეული, რომ ფეხბურთი ყველაზე ყურებად დისციპლინად იქცა. ატლანტაში თითქმის ყველა ქვეყანამ უძლიერესი შემადგენლობა ჩაიყვანა. მარტო ბრაზილიელების ჩამოთვლა რად ღირს: დიდა, რობერტო კარლოსი, რივალდო, რონალდო… სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება ეს საინტერესო ისტორიაც. 19 წლის რონალდოს პსვ ეინდჰოვენიდან უკვე ყველა იცნობდა და მაისურზეც რონალდო ეწერა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის ამ...
ტიმმა, ტოკიო არაო
ოლიმპიური თამაშები ოთხწლეულის ყველაზე მასშტაბური, გრანდიოზული, პრესტიჟული და მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმია, რომელშიც არათუ გამარჯვება ან მედლის მოპოვება, მონაწილეობაც კი საამაყოა. ჩოგბურთი, ზაფხულის ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილი მისი დაარსებიდანვე ანუ 1896 წლიდან იყო, თუმცა მხოლოდ 1924 წლამდე. შემდეგ სამეფო სპორტი გარკვეულ მიზეზთა გამო ოლიმპიურ თამაშებს ჩამოშორდა და ხელახლა 1988 წლიდან შეიტანეს ოლიმპიურ პროგრამაში. სხვა სპორტის სახეობების წარმომადგენლებისგან...
საქართველომ ზამთარს დაუმიზნა
გახსოვთ, თითქმის ორი ათეული წლის წინ, საქართველომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე რომ გამოთქვა პრეტენზია? ეს მეტად ამბიციური იდეა თავიდან ბოლომდე ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა, რომელიც მოგვიანებით სეოკ-ის პრეზიდენტად აირჩიეს. „რატომაც არა,“ – ასეთი იყო დევიზი, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, კანდიდატ ქალაქებად ბორჯომ-ბაკურიანი დარეგისტრირდა, საქმე კი 2014 წლის თეთრ ოლიმპიადას ეხებოდა. იმ პერიოდში, ეს საკმაოდ ამბიციური განაცხადი...
ამერიკაში საქართველოს მედლები დათვალეს
ცნობილი ამერიკული პორტალი Gracenote ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მედლების ჩათვლის ვირტუალურ პროგნოზს აქვეყნებს. მისი გათვლები ემყარება რიოს 2016 წლის ოლიმპიადის შემდგომ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებზე სპორტსმენთა შედეგებს. ვირტუალური პროგნოზის თანახმად, საქართველოს წარმომადგენლები XXXII ოლიმპიურ თამაშებზე 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალს მოიპოვებენ, საერთო ჩათვლაში კი 26-ე ადგილს დაიკავებენ. ამგვარად, რიოს ოლიმპიადის შედეგს –...
პეკინი და ენერგია
პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი ეკოლოგიური ინიციატივების წამოწევით არის დაკავებული. ოლიმპიურ ობიექტებზე „მწვანე“ ელექტრო ენერგიის გამოყენების კვალდაკვალ, ჩინელებმა ბრძოლა გამოუცხადეს გარემოში მოჭარბებული ნახშირორჟანგს (CO2 ). ყინულის ყველა დარბაზი აღჭურვილი იქნება ახალი ბუნებრივი გამაგრილებელი სისტემებით, რომელიც პრაქტიკულარ არ აბინძურებს ჰაერს. 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელთა განცხადებით, მსგავსი შედეგის მისაღწევად საჭიროა 1.2 მილიონი ხის დარგვა...
ბაქოში ჯერ ვერცხლია
აზერბაიჯანის დედაქალაქში დაიწყო ევროპის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, სადაც 49 ქვეყნის 3600-მდე სპორტსმენს შორის ქართველებიც არიან. ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიელები საკუთარ ძალებს მოსინჯავენ მძლეოსნობაში, ცურვაში, ველოსპორტში, ჩოგბურთში, ძიუდოში და თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. ოლიმპიური ფესტივალის პირველ საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის იბრძოდნენ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები 45 და 55 კილოგრამ წონით კატეგორიებში. პრიზიორთა შორის არიან ქართველი...
საქართველომ მინსკში ათიანი მიიღო
ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე გამოვიდა… არა, მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშები მასშტაბურობით დიდ ოლიმპიადას ვერ გაუტოლდება, თუმცა ერთ დღეს მოპოვებული 10 მედალი მაინც შთამბეჭდავი შედეგია. ცეცხლის ანთებიდან მეორე დღესვე საქმეში ქართველი სპორტსმენები ჩაერთვნენ. სამიზნე ჯერ ნინო სალუქვაძემ და მისმა ვაჟმა მოსინჯეს, მერე კი ხალიჩაზე ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა გამოვიდა. მათ სროლასა და ტანვარჯიში საპრიზო ადგილები...








