ორი დღის წინ გვარიანი კამათი მომიხდა „რეზონანსის“ საკრივო მიმომხილველ ალბერტ ხაჩატურიშვილთან. ეს ხაჩატურიშვილი კრივის მცოდნე კაცია და მძიმე წონაც ძლიერ უყვარს, მაგრამ ერთი ახირებული ზნე სჭირს – ტაისონი ეზიზღება. რახან ტაისონი ეზიზღება, ჩვეულებრივ, ათას რამეს გამოიგონებს ხოლმე მის საწინააღმდეგოდ და ხან რა ავ სიტყვას დაუწერს, ხან რას. აი, ახლაც დღევანდელი დიდი ჩხუბის მოლოდინში, ამეღამ რომ...
ჭდე: მაიკ ტაისონი
Home
მაიკ ტაისონი
ჩანაწერი
05/10/2019 | 16:4819/05/2026 | 05:43მაიკლ ბერკოვიჩის რჩეული საკრივო ფურცლები
თეოფილო, „მედალა ორო“
ყველაფერი ბილ იეზიმ გვიამბო, ბილი ფილადელფიელია და იმ იშვიათ ამერიკელთა გუნდის წევრია, ჰავანა რომ ვერაფრით დაივიწყეს. ჩვენ შორის ატეხილი დავის მიუხედავად, მან ბოლო ოცდაათ წელიწადში ოთხჯერ მოახერხა კუბაზე ჩასვლა და იქედან შთაბეჭდილებებით სავსე რვეულები, ჯერაც გაუმჟავნებელი ფოტოფირები და „კინტეროს“ სიგარები, ნამდვილი კუბური სიგარების კოლოფები ჩამოიტანა. ბილისთვის არასოდეს მიკითხავს, რამ შეაყვარა ასე ჰავანა და კუბელები. მასში...

