ჭდე: ვულვერჰემპტონი

Home ვულვერჰემპტონი
8 ქულა 8 თამაშის შემდეგ
ჩანაწერი

8 ქულა 8 თამაშის შემდეგ

ცხრილში ყურებას თავი დაანებეთო, უთხრა პეპ გვარდიოლამ „ვულვერჰემპტონთან” შინ დამარცხებულ „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებს. ადამა ტრაორეს მიერ მე-80 და 94-ე წუთებზე გატანილმა ორმა გოლმა „მგლებს” ინგლისის ჩემპიონთან დამსახურებული გამარჯვება მოაპოვებინა, რისი წყალობითაც „ლივერპული” პრემიერლიგაში 8 ქულით ლიდერობს. ცნობისათვის: რაც პრემიერლიგა არსებობს, 8 ტურის შემდეგ ასეთი უპირატესობა არავის ჰქონია. „მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა თქვა: „ცუდი დღე იყო. წინა...

პოგბა უსინდისოა?
ჩანაწერი

პოგბა უსინდისოა?

ვულვერჰემპტონში „მანჩესტერ იუნაიტედს“ მოგება და პრემიერლიგის თავში მოქცევა შეეძლო, მაგრამ პოლ პოგბამ თავისივე მონადირებული პენალტი ვერ გაიტანა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. გულშემატკივარს ეგონა, რომ ვინაიდან, წინა ტურში „ჩელსისთან“ პენალტი მარკუს რეშფორდმა შეაგდო, ამჯერადაც ის მივიდოდა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან, მაგრამ პოგბამ გადაწყვიტა პასუხისმგებლობა თვითონ ეტვირთა. შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული პოგბამ უკვე მეოთხე თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, რაც, უთუოდ ცუდი...

იუნაიტედს ათი უბრალო აკლია
ჩანაწერი

იუნაიტედს ათი უბრალო აკლია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ პოლ პოგბა გუნდში დარჩება, მარკუს რეშფორდმა და ანტონი მარსიალმა კი გოლების რაოდენობა უნდა გაზარდონ. პოგბაზე მთელი ზაფხულის განმავლობაში ლაპარაკობდნენ, რომ „რეალში“ გადადიოდა, რასაც სულშერი მთელი ძალითა და ღონით ეწინააღმდეგებოდა. „მე თუ მკითხავთ, ის რჩება, — თქვა ნორვეგიელმა „ვულვერჰემპტონთან“ დღევანდელი შეხვედრის წინ, — პოლის გამო სრულიად არ ვნერვიულობ....

სულშერმა მოურინიუს კბილი გაჰკრა
ჩანაწერი

სულშერმა მოურინიუს კბილი გაჰკრა

ოლე გუნარ სულშერი ზოგადად თავშეკავებული კაცია, მაგრამ ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ვულვერჰემპტონთან” 1:2 დამარცხების გამო გაბრაზებულმა თქვა, ჩემი ფეხბურთელები მოურინიუს დღეებს დაუბრუნდნენ და ამიტომაც გავარდნენო. იმ დღეს „იუნაიტედმა” მძიმედ ითამაშა. ის, რაც „მოლინო სთედიუმზე” ხდებოდა ბურთაობაზე მეტად მუშაობას ჰგავდა. მოკლედ, იყო ყველაფერი ის, რის გამოც სულშერის წინამორბედი ჟოზე მოურინიუ გუნდიდან გაუშვეს. სულშერმა თქვა, რომ მოახლოებულ სანაკრებო...

პეპს პორტუგალიელი პირლო სურს
ჩანაწერი

პეპს პორტუგალიელი პირლო სურს

21 წლის პორტუგალიელ რუბენ ნევესს „მანჩესტერ სიტიმ” დაადგა თვალი და დიდი შანსია ზამთარში, როდესაც სატრანსფერო ბაზარი ისევ გაიხსნება, მასში „ვულვერჰემპტონ ვონდერერზს” 60 მილიონი გირვანქა შესთავაზოს. ინგლისის ჩემპიონთა თავკაც პეპ გვარდიოლას კვლავაც უნდა ნახევარმცველის შეძენა. ის ვერ შეჰგუებია, რომ ბრაზილიელი ჟორჟინიო მან კი არა, „ჩელსიმ” იყიდა. კატალონიელი მწვრთნელი არარსდროს მალავდა, რომ თუ მისთვის ხელსაყრელი ფეხბურთელი გამოცნდებოდა,...