მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-4 სათამაშო დღე დაძაბულობითა და დრამატიზმით აშკარად გამორჩეული გამოვიდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ როსარიოში მატჩების მიმდინარეობისას ისეთი ავდარი იყო, რომ არბიტრებმა უსაფრთხიების მიზნით ორივე სასტარტო მატჩი შეწყვიტეს და მხოლოდ მაშინ განაახლეს, როცა მეტეოროლოგებმა მეხის დაცემის საფრთხე გადასულად გამოაცხადეს. შეწყვეტილ-გაგრძელებულ მატჩებში კი მეტად საინტერესო შედეგები დაფიქსირდა. ისედაც მოულოდნელობა იყო, რომ ახალი ზელანდია საჩემპიონო...
Author: სლავა გასპაროვი
როგორ დაიჩეჩქვა შოტლანდია
საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინაში მიმდინარე მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე ჯგუფის დასკვნით მატჩში შოტლანდიელებს 17:12 მოუგო და თავის ოთხეულში მე-3 ადგილზე გავიდა. ილია მაისურაძემ ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა: ღერძი – ალანია-აბჟანდაძე მარქაფაში დატოვა, ასევე რეზერვში იყვნენ უძლიერესი ბურჯები. მაგრამ თუკი ამ უკანასკნელების ნაცვლად მინდორზე მყოფებმა შოტლანდიელებს პერმანენტულად შავი დღე აყარეს, 9 და 10 ნომრებად მოთამაშე მარგალიტაძემ და...
ფრანგი ქართველზე: რაც ვიცი, ყველაფერი დათომ მასწავლა
კვირას საფრანგეთის ქალაქ ბორდოში „კლერმონი“ ტოპ 14-ის ნახევარფინალურ მატჩში „ლიონს“ შეხვდება. სეზონის ფინიშია, გადამწყვეტი ბატალიების პერიოდია და სარაგბო სამყარო დიდი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს. ფრანგულ რეგიონულ გამოცემაში La Montagne გამოქვეყნდა ინტერვიუ ლიონელთა მარცხენა ბურჯ რაფაელ შომთან, რომელსაც კარიერის თითქმის 10 სეზონი სწორედ „კლერმონში“ აქვს გატარებული, სახელოვანი ქართველი მორკინალის, დავით ზირაქაშვილის მხარდამხარ. ამ ინტერვიუში საფრანგეთის ნაკრების...
საქართველო აფრიკასთან სხვაგან იყო
არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა ჯგუფის მეორე მატჩიც წააგეს. ამჯერად ილია მაისურაძის გუნდი თანატოლ სამხრეთაფრიკელებს დაეჯახა და უშანსოდაც დამარცხდა – 20:48. მართალია, 3 დღით ადრე ბეიბი ბლექსთან შეხვედრა ჩვენმა 20-წლამდელებმა უფრო დიდი სხვაობით დათმეს – 13:45, მაგრამ იმ მატჩში ქართველთა გარჯა თამაშს ჰგავდა და აკი შევაქეთ კიდეც, თუმც ახლა გუნდმა პირწმინდად წააგო...
„ბეიბი ბლექსთან“ კარგი თამაში საკმარისი არაა
საქართველოს 20-წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინაში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი პირველი მატჩი, ტურნირის ვიცე-ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან მარცხით დაასრულა – 13:45. თუმცა, ილია მაისურაძის რაზმისთვის სასაყვედურო არაფერი უნდა გვქონდეს. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, „ბეიბი ბლექსის“ წინააღმდეგ სათამაშოდ ახალგაზრდა ბორჯღალოსნების ნახევრად სათადარიგო შემადგენლობა გავიდა და ამ ნომინალურმა მარქაფამაც სამხრეთელებს დიდი ბრძოლა გაუმართა. პირველი ტაიმი ზელანდიელებმა 19:6 მოიგეს და...
ბორჯღალოსნებმა საფრანგეთი დაასრულეს
გასული უქმეების შედეგებით, საქართველოს ნაკრების ყველა კანდიდატი შვებულებაში გავიდა და საფრანგეთის ჩემმპიონობისთვის ბრძოლას ორი ქართველიღა აგრძელებს: ვეტერანი დავით ზირაქაშვილი, ვინც სანაკრებო კარიერა 4 წლის წინ დაასრულა, და ახალგაზრდა ბექა კაკაბაძე, რომელიც მილთონ ჰეიგს ბორჯღალოსნებში არასდროს გამოუძახებია. ისე მოხდა, რომ ტოპ 14-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში ვერც გურამ გოგიჩაშვილის „რასინგი” გავიდა და ვერც ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის...
„ბრივს“ ტოპ 14-ში 7 ქართველი აჰყვება
პრო დე2-ის გადამწყვეტ მატჩში დამარცხებულმა „ბრივმა“ ტოპ 14-ში აღზევებისთვის სხვა გზას დაადგა და ზედა ლიგის ბოლოსწინაადგილოსან „გრენობლს“ გადასასვლელ მატჩში დაუირისპირდა. ეს ახალი წესია, რომელიც საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ მიმდინარე სეზონიდან დანერგა. ბრივში გამართულ მატჩში მასპინძლებმა 28:22 იმარჯვეს და ერთწლიანი პაუზის შემდეგ ტოპ 14-ში დაბრუნდნენ, ხოლო გრენობლელები ასევე ერთი წლის შემდეგ დაუბრუნდებიან პრო დ2-ს. მატჩი მეტად დაძაბული...
ქართველთათვის დრამატული უიქენდი ფრანგულ ელიტაში
გასულ უიქენდზე საფრანგეთში სარაგბო მოვლენები მეტად საინტერესოდ განვითარდა. ტოპ 14-ში რეგულარული სეზონის ბოლო ტური შედგა, რომელმაც მესამე-მეექვსე ადგილოსნები გამოავლინა და პლეი-ოფის წყვილები ჩამოაყალიბა. პარიზული „რასინგი“ აჟენს ესტუმრა და 35:3 მოიგო. მასპინძელთა სასტარტოში გიორგი თეთრაშვილი იყო, რომელმაც მარცხენა ბურჯად 38 წუთი ითამაშა, ხოლო გამარჯვებულთა შორის გურამ გოგიჩაშვილმა იგივე პოზიციაზე სრული მეორე ტაიმი გაატარა. დედაქალაქელებმა ამ გამარჯვებით...
გიორგაძის მე-7 და სხვა ფრანგული ამბები
წინა უქმეებზე საფრანგეთში პირველი და მეორე ელიტური დივიზიონების მატჩები გაიმართა. ტოპ 14-ში ბოლოსწინა ტური შედგა, რომელმაც ბევრი ვერაფერი გაარკვია. მხოლოდ ის გაცხადდა, რომ „ლიონი“ პლეი-ოფში გავიდა, დანარჩენი ვაკანტური ადგილებისთვის კი ბრძოლა ბოლო ტურში მორჩება. 3 საგზურისთვის 4 გუნდი ომობს, მათ შორის 2 „ქართული“ – „რასინგი“ და „მონპელიე“. პრო D2-ში კი პლეი-ოფის ნახევარფინალები გაიმართა. ფინალში „ბაიონი“...
კარკაძე „ბრივში“ გადავიდა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი ვანო კარკაძე კარიერას „ბრივში“ გააგრძელებს. ამ კლუბის ახალგაზრდული შემადგენლობისა და საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრების კვაჭი იან ლაგანი ზაფხულში „ბორდოში“ გადადის და ბრიველთა შერკინების ახალმა მწვრთნელმა, სახელოვანმა ბორჯღალოსანმა გოდერძი შველიძემ ამ დანაკარგის შევსება თანამემამულით გადაწყვიტა. მისი პროტეჟეს, „ორიაკის“ ჰუკერის ვანო კარკაძის კანდიდატურამ „ბრივის“ ხელმძღვანელობა სავსებით დააკმაყოფილა და ახალგაზრდა პირველხაზელი მომავალი სეზონიდან...






