ფრანგული სეზონის ზედ დაწყების წინ გაირკვა, რომ ტოპ 14-სა და პრო D2-ს თითო ქართველი მორაგბე დაემატება. დავით გიგაური – 25 წლის მეორეხაზელი, რომელიც მისი რუმინული კლუბის „ბუქურეშტის“ დაშლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა. გიგაური ამჟამად საქართველოს ნაკრების ორგზის შეკვეცილ გაფართოებულ შემადგენლობაში მსოფლიო თასისთვის ემზადება. 197 სმ. სიმაღლისა და 120 კგ. წონის გიგაური საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონის...
Author: სლავა გასპაროვი
საქართველო: რაგბის მომავალი სუპერძალა
მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ საქართველოს და კერძოდ ქართული რაგბის განვითარების ისტირიას დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა – „Georgia: Rugby’s Next Superpower. Episode One“. სახელწოდებაშივეა ჩაქსოვილი ის პატივისცემა, რომლითაც ქართული რაგბი დღეს მთელ მსოფლიოში სარგებლობს. ფილმში შეხვდებით ბორჯთალოსანთა ექსკაპიტან მამუკა გორგოძეს, ნაკრების ყოფილ და ამჟამინდელ მწვრთნელებს – კლოდ სორელსა და მილტონ ჰეიგს, რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს და...
ნაკრები შევარდენზე დაბრუნდა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის მზადების მორიგი ეტაპი დაასრულა. მილტონ ჰეიგის გაფართოებული, 37-კაციანი რაზმი მომდევნო შეკრებას უკვე თბილისში, სანაკრებო ბაზა „შევარდენზე“ გაივლის და სწორედ იქ მოემზადება თიბისი რაგბის სერიების მატჩებისთვის, რომელთაგან პირველი, როგორც ადრე გაცნობეთ, უკვე 27-ში, „მიხეილ მესხზე“ სამრეთაფრიკულ „საუზერნ კინგსთან“ ელის. შემდეგ კი შოტლანდიასთან ორი უმნიშვნელოვანესი ჯახი: 31-ში „დინამო არენაზე“ და...
სამხრეთელი მეფეები რუსი დათვების ნაცვლად
საქართველოს რაგბის კავშირმა ერთობ ოპერატიულად იმოქმედა და უარზე წასული რუსები სამხრეთაფრიკელებით ჩაანაცვლა. მოგეხსენებათ, რომ რუსეთის რაგბის ფედერაციამ რამდენიმე ხნის წინ მსოფლიო რაგბის ოფიციალურ კალენდარში შესული ტესტ-მატჩი გააუქმა, აქაოდა, 27 აგვისტოს ბორჯღალოსნებს იმ მიეზით არ ვეთამაშებით, რომ თბილისში არასტაბილური ვითარებაა და ჩვენი მორაგბეების უსაფრთხოებით გარისკვას არ ვაპირებთო. „დათვების” ამ დემარშმა ჩვენი ნაკრების სამზადისი კინაღამ არია, მაგრამ...
ბორჯღალოსნები ანტალიაში: მინუს 4
ხანმოკლე პაუზის შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის წინ სამზადისის მორიგი ეტაპი წამოიწყო. ბორჯღალოსნები ამჯერად სრული, გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბნენ. „სრული“ იმიტომ, რომ წინა ეტაპზე გუნდში იყვნენ დიდი 10-ის კლუბების წარმომადგენლები და ლეგიონერთა ერთი ნაწილი, ახლა კი მათ წამყვანი ფრანგული კლუბების ქართველები შეურთდნენ. თუმცა, მატებასთან ერთად, გაფართოებულ შემადგენლობაში დანაკლისიცაა: გუნდში აღარ არიან ფრანგული „ბორდოს“ მარჯვენა ბურჯი...
რუსეთი აღარ იქნება…
მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. 20 ივნისს, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას ახალი პრობლემა მოჰყვა. თავისი პარლამენტის წევრის საქართველოდან დაცვის თანხლებით გასტუმრებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტით უპასუხა და რუს ტურისტებს საქართველოში სტუმრობისგან თავის შეკავება ურჩია… მაგრამ რა კავშირშია ყოველივე სპორტთან? საქმე ის გახლავთ,...
37 ქართველი საფრანგეთში!
პრო D2 საფრანგეთის რანგით მეორე ლიგა კი არის, მაგრამ სპეციალისტების აღიარებით, ეს ტურნირი ევროპის ტოპ ლიგათა ხუთეულში შედის საფრანგეთისვე ტოპ 14-თან, ტრანსნაციონალურ პრო 14-თან, ინგლისის პრემიერშიპსა და ჩემპიონშიპთან ერთად. ამიტომაცაა ერთი-ორად სასიამოვნო ამ ლიგაში ქართველთა არნახული მოზღვავება. ჩვენს წინა წერილში ტოპ 14-ის ქართველთა ამბებს მიმოვიხილავდით და ვიდრე პრო D2-ის ამბებზე გადავიდოდეთ, იმასაც მოგახსენებთ, რომ „მონპელიეს“...
ქართველები ტოპში
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადებას რამდენიმე დღეში შეუდგება, მანამდე კი მისი კანდიდატები და სხვა ქართველი მორაგბეები შვებულებაში არიან, ისვენებენ და საკლუბო საქმეებს აგვარებენ. ამასობაში უამრავი ტრანსფერი გაკეთდა, რომელთაგან ერთ-ერთი აშკარად გამოირჩევა. ბექა გიგაშვილის ფრანგული კარიერა კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება. რუსეთის ჩემპიონატიდან საფრანგეთის ფედერალ 1-ში გადასულმა არცთუ ნორჩმა ბურჯმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და პრო D2-ის „გრენობლს“...
იაპონია კავშირში გამოაცხადეს
საქართველოს რაგბის კავშირში ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა გამოცხადდა. საგანგებო პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა წინაშე რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი წარსდგნენ. გოჩა სვანიძე „ნაკრებში 43 მოთამაშეა. ეს გაფართოებული შემადგენლობაა, რომლიდანაც გუნდის ხელმძღვანელობა სამსოფლიოთასოდ 31-ს შეარჩევს. ნაკრებში საუცხოო განწყობაა, ბიჭები ერთ მუშტად, ერთ ოჯახად არიან შეკრულები და აბსოლუტურად მზად არიან ორ თვიანი შეკრებისთვისა...
იტალიამ გაგვისწრო, ელიტამ – ვერა
ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა არგენტინაში გამართული 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულეს. ილია მაისურაძის გუნდმა მე-9-მე-12 ადგილებისთვის პლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩში იტალიელ თანატოლებთან 17:29 დამარცხდა, არადა მეორე ტაიმში იყო დროის ისეთი 6-წუთიანი მონაკვეთი, როცა ქართველები 17:7 იგებდნენ. პირველი ტაიმი იტალიელებმა 7:0 მოიგეს. თამაში მათი უპირატესობით დაიწყო და მე-11 წუთზე მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელთა ლელოც გავიდა. ტაიმის ბოლოს რეფერიმ,...









