იამალის მამა გამძვინვარდა

Home სიახლეები იამალის მამა გამძვინვარდა
იამალის მამა გამძვინვარდა

Lamine Yamal Family2025 წლის „ოქროს ბურთის’’ მფლობელი გახდა ოსმან დემბელე! მას ჯილდო „ფრანს ფუტბოლის’’ დაჯილდოების ცერემონიაზე პარიზში, შატლეს თეატრში ლეგენდარულმა რონალდინიომ გადასცა. 28 წლის დემბელე გახდა მეექვსე ფრანგი ფეხბურთელი ვინც ეს ჯილდო აღმართა. მანამდე იყვნენ: რაიმონდ კოპა (1958), მიშელ პლატინი (1983,1984,1985), ჟან-პიერ პაპენი (1991), ზინედინ ზიდანი (1998) და ქარიმ ბენზემა (2022).

2025 წელი ისტორიული გახლდათ დემბელეს კლუბისთვის „პარი სენ ჟერმენისთვისაც’’, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა ლიგა, სუპერთასი და რიგი ადგილობრივი ტიტულები მოიგო. 44 შეხვედრაში გატანილი 35 გოლითა და 16 საგოლე პასით ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი სწორედ დემბელე გახლდათ. „ბარსელონას’’ ყოფილმა ფეხბურთელმა გოლების და პასების გარდა თავისი ტექნიკით, ფანტაზიით და კლასით ზოგადადაც იქონია გავლენა პსჟ-ს კარგ თამაშზე.

2025 წლის „ოქროს ბურთის’’ კონკურსი მართალია დაძაბული გახლდათ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დემბელესა და ბარსელონელი ლამინ იამალის დაპირისპირებად იქცა. 18 წლის ესპანელი ვუნდერკინდი მეორე ადგილზე გავიდა.

ლამინი ჯანსაღი ამბიციის მქონე ადამიანია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამბავი მას მეტ მოტივაციას შესძენს. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ამიტომ აუცილებლად გაიმარჯვებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ინდივიდუალური ჯილდოების მოგებაზე ძალიან მოქმედებს ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება და ესეც დამატებითი მოტივაცია იქნება’’, ― თქვა „ბარსელონას’’ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ.

ლაპორტასგან განსხვავებით ემოციური იყო იამალის მამა მუნირ ნასრაუი, რომლის მიერ ტელეკომპანია El Chiringuito-თვის ნათქვამს დიპლომატიურს ვერ უწოდებ: „ვფიქრობ ეს იყო ყველაზე დიდი ვნება რაც ადამიანს შეიძლება მიაყენო. ძარცვას არ ვიტყოდი, მაგრამ მორალური ვნება ნამდვილად იყო. ჩემი აზრით ლამინ იამალი აშკარად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ორი აზრი არ არის, რომ მისი გავლენა მსოფლიო ფეხბურთზე გაცილებით დიდია. მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ლამინი შემი შვილია, არამედ იმიტომ, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა. მას კონკურენტი არ ჰყავს. ლამინ იამალი ლამინ იამალია. საბოლოოდ, ვიტყვი, რომ დღეს აქ ძალიან უცნაური რამ მოხდა. მოკითხვა ესპანეთს და გეტყვით, რომ მომავალ წელს ეს „ბურთი’’ ესპანეთში წამოვა’’.