Breaking News

ლიონი იშტაზეა

Georges Mikautadze of Olympique Lyon attempts a kick during the Ligue 1 McDonald's match between Olympique Lyonnais and Stade Rennais FC 1901 at Parc...წინა ტურში სენტ ეტიენში 1:2 დამარცხების შემდეგ ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონი’’ სწრაფად მოეგო გონს და შინ „რენი’’ შთამბეჭდავად დაამარცხა ― 4:1. ლიონელები მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშისთვის იბრძვიან. „ლე გონის’’ ანუ „ბიჭების’’ გოლები გაიტანეს მალიკ ფოფანამ, კორენტენ ტოლისომ, ალექსანდრ ლაკაზეტმა და შეცვლაზე შესულმა გიორგი მიქუტაძემ, რომელსაც იმ 15 წუთში რაც მოედანზე დაჰყო, კიდევ შეეძლო ერთი გოლის გატანა და ერთი საგოლე პასის შესრულება. ამ ეპიზოდებში ფორტუნამ „რენი’’ დაინდო.

ჟორჟის გოლი ულამაზესი გახლდათ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დიდოსტატური ასისტენტობა, რომელიც ქართველს ამ ეპიზოდში რაიან შერკიმ გაუწია და საერთოდ, უნდა ითქვას, რომ „ლიონი’’ „რენთან’’ შეხვედრაში ძალიან ლამაზი გოლების იშტაზე იყო.

Flashscore-მა მიქაუტაძეს 7.7 ქულა დაუწერა, whoscored-მა 7.1, ხოლო sofascore-მა 7.6.

„ლიონს’’ სათამაშო დარჩა „ლანსთან’’ შინ, „მონაკოსთან’’ სტუმრად და „ანჟესთან’’ შინ.

ჟორჟ მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონის 31 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი მიწოდებული.

პაპუნა კედია

"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.