ერთი პორტუგალიელი – სახელს და გვარს არ ვიტყვი – ფულში ბანაობს და ირიბად მაინც ჯამაგირის მომატებაზე აგზავნის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს „რეალის“ მისამართით. იმდენი ხელფასი უნდა, რამდენშიც ერთი ბრაზილიელი ბანაობს პარი სენ ჟერმენში, რომელიც ეკუთვნის ასევე ფულში მობანავე არაბებს. ეს ბრაზლიელი ფიქრობს, რომ „ბარსელონა“ – სადაც ადრე თამაშობდა – ფულში ბანაობს, იმიტომ რომ სწორედ მისი გაყიდვისთვის მიიღო 222 მილიონი. და რაკი ასე ფიქრობს, ყოფილ კლუბს სასამართლოში ედავება 30 მილიონ ევროს, რათა ბანაობის მერე გადაივლოს. ამ სურათზე კი ჰონდურასის მეორე ლიგის გუნდ „იორო“-ს ფეხბურთელებს ხედავთ, რომლებიც ბანაობენ „ტელასთან“ გასვლითი მატჩის შემდეგ.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
