ბელგიის ნაკრებთან მატჩისას (2:2) მიღებული ტრავმის გამო, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს საყრდენი ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე ვეღარ დაეხმარება – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ ნიკა გაგნიძე ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ დაგვეხმარება, მაგრამ ის გუნდთან ერთად რჩება – ნიკა ამ ნაკრების გულია, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.
შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ მან თურქეთში საკმაოდ კარგ კონტრაქტზე უარი თქვა, რადგან იქ სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად ჰქონდა და გორის „დილაში“ დაბრუნდა იმის გამო, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ფორმაში ყოფილიყო და ამ ტურნირზე ეთამაშა“, – განაცხადა სვანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბელგიასთან მატჩში ნიკა გაგნიძემ მეტოქესთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. გამოკვლევების შემდეგ გაირკვა, რომ ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა, თუმცა რეაბილიტაციისთვის დაახლოებით ერთ თვეზე მეტი დასჭირდება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე20/04/2026 | 00:50კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…
კატეგორიის გარეშე19/04/2026 | 18:24თუშიშვილის ოქრო და გუნდური პირველი ადგილი
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 21:36მოქმედი ვიცე გახდა…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 21:29ერთი მოგებაც და…
