ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰამბურგი“ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის დინამოს მცველით, საბა საზონოვით დაინტერესდა. თუმცა კლუბის პრესსამსახურმა ამ სიახლის კომენტირებაზე უარი თქვა.
„ჩვენი კლუბი არ აკეთებს კომენტარს სატრანსფერო ჭორებზე“, – ციტირებს გერმანული კლუბის პრესსამსახურის განცხადებას championat.com.
21 წლის საზონოვმა 2022/2023 წლების სეზონში დინამოში რუსეთის პრემიერლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. პორტალი Transfermarkt ფეხბურთელს 2,5 მილიონ ევროდ აფასებს.
საზონოვი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც ხვალ, 21 ივნისს დაიწყება. ქართველების პირველი მეტოქეები პორტუგალიელები იქნებიან.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
სიახლეები18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
სიახლეები17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
სიახლეები11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
