ალბანელი იგლი ტარე „ლაციოს” სპორტული დირექტორი აღარ არის. როგორც ამბობენ, მას სამუშაოდ „ნაპოლი” და „მილანი” იწვევენ. ამის შესახებ თავის გვერდზე sportitalia-ს ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ალფრედო პედულამ დაწერა.
ტარემ „ლაციოში” 18 სეზონი გაატარა და სწორედ ახლა გათავისუფლდა დირექტორის ადგილი იტალიის მოქმედ და გასული სეზონის ჩემპიონ კლუბებში. „ნაპოლიდან” კრისტიანო ჯიუნტოლი მიდის, ხოლო „მილანმა” პაოლო მალდინი და ფრედერიკ მასარა გაუშვეს.
თუმცა, არის ერთი დეტალიც: „ნაპოლის” სპორტული დირექტორის პოვნაზე მეტად მწვრთნელის პოვნა ეჩქარება.
იგლი ტარე ალბანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ექვს შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.