ასიანი გოგა

Home სიახლეები ასიანი გოგა
ასიანი გოგა

Pacers news: Goga Bitadze begins to fulfill promise as 1st-round pick20 ქულა და ასპროცენტიანი სროლის მაჩვენებელი – ასეთი შედეგი დააფიქსირა „ინდიანა პეისერსის“ ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ მატჩში, რომელიც ინდიანაპოლისელებმა 123:133 წააგეს.

ბითაძის საუკეთესო მაჩვენებელი აქამდე 17 ქულა იყო, ახლა 20 ქულაა, რომელიც ჩვენებურმა 23 წუთში მოინაგრა. ბითაძეს სროლა არ გაუცუდებია: ოთხივე ორქულიანი, სამივე სამქულიანი და სამივე საჯარიმო ჩააგდო.

ჩვენებურმა 20 ქულასთან ერთად 6 მოხსნაც ჩაიწერა აქტივში, პასივში კი, ერთი დაკარგვა და სამი ჯარიმა ჰქონდა. ინდიანელთაგან ჩვენებურზე მეტი ქულა მხოლოდ მალკოლმ ბროგდონს ჰქონდა – 27.

გოგას მოედანზე ყოფნის დროს კი გუნდმა მეტოქეზე 13 ქულით მეტი ჩააგდო, რაც საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. „ინდიანას“ 22 მოგება და 44 წაგება აქვს, რაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 შედეგია. „პეისერსს“ მომდევნო მატჩი 9 მარტს, „კლივლენდის“ წინააღმდეგ გამართავს.