გიორგი და გიორგი: დებიუტი და ხელმეორე დებიუტი

Home კატეგორიის გარეშე გიორგი და გიორგი: დებიუტი და ხელმეორე დებიუტი
გიორგი და გიორგი: დებიუტი და ხელმეორე დებიუტი
Giorgi Chakvetadze | Hamburger SV | 2021/22 | Spielerprofil - kickerგიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ ძირითადში მშრალი მატჩი ჩაატარა: შინ 0:0 „სოსიედადთან“…
ჯერ ისაა სასიამოვნო, რომ ამდენხნიანი შესვენების მერე გამოჩნდა ქართველი მეკარე ვალენსიელთა სასტარტოში.
ლა ლიგა, ამხელა კლუბი – პატარა ამბავი ნამდვილად არაა. და მეორეც, გიორგიმ კარგი მატჩი ჩაატარა. ერთი რთული ბურთიც მოიგერია – თავური ახლოდან…
მეორე ბუნდესლიგაში დებიუტი ჰქონდა გიორგი ჩაკვეტაძეს. „ჰამბურგმა“ სტუმრად 5:0 გაანადგურა ლიდერი „დარმშტადტი“, მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება ლიდერს. ჩაკვეტაძემ ბოლო 12 წუთი ითამაშა და საკმაოდ კარგადაც. მეხუთე გოლშიც მიიღო მონაწილეობა. იმედია, სათამაშო დროც გაეზრდება – მაინც ახალი მისულია გუნდში.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ