ყაულაშვილი ტურის სიმბოლურშია

Home კატეგორიის გარეშე ყაულაშვილი ტურის სიმბოლურშია
ყაულაშვილი ტურის სიმბოლურშია

No description available.წამყვანმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

პირველი ტურის შემდეგ ხსენებულმა გამოცემამ საუკეთესო თხუთმეტეულში ორი ბორჯღალოსანი შეიყვანა – „ტულონის“ ბურჯი ბექა გიგაშვილი და „ბიარიცის“ მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია.

გასული შაბათ-კვირის მიხედვით კი „მიდი ოლიმპიკმა“ „ბორდოსა“ და საქართველოს ნაკრების ბურჯი ლექსო ყაულაშვილი გამოარჩია. ლექსომ მეორე ტურში „სტად ფრანსესთან“ 37:10 მოგებული მატჩის პირველი ტაიმი ჩაატარა. შერკინებებში ყაულაშვილის უშუალო მეტოქე ვეტერანი ბორჯღალოსანი ვასილ კაკოვინი იყო, ვის წინააღმდეგ დგომაც ნებისმიერ ბურჯს უჭირს. ლექსოს ფორმაში შესვლა კარგი ამბავი ეროვნული ნაკრების თავკაცთათვისაც უნდა იყოს.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.