
ლონდონში, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში, “ბაიერნმა” “ჩელსი” 3:0 გაანადგურა. რა თქმა უნდა, მიუნხენელები ფავორიტები იყვნენ, თუმცა ინგლისში ასეთ დამაჯერებელ გამარჯვებას მაინც არავინ ელოდა. ამერიკელმა მომღერალმა, ბონ ჯოვიმ talkSPORT-თან ინტერვიუში თქვა, რომ წინა დღეს “ბაიერნის” რამდენიმე ვარსკვლავი ბარში ნახა, რომლებიც ვისკისა და ლუდს სიამოვნებით მიირთმევდნენ
“თამაშის წინ ბარში რაღაც საქმეზე შევიარე და იქ ბაიერნის ფეხბურთელები დავინახე, რომლებიც ვისკისა და ლუდს სიამოვნებით წრუპავდნენ. სასმელთან ერთად, ისინი კარგ დროს ატარებდნენ, მეორე დღეს კი გავიდნენ და ჩელსი დაარბიეს”
არ ვიცით ეს მიუნხენური გრანდის ფეხბურთელების ჩვეულებაა თუ კორონავირუსს ებრძოდნენ, თუმცა მოედანზე ნაბახუსევის რომ არაფერი ეტყობოდათ, ეს ანგარიშიდანაც ჩანს… ჩელსი : ბაიერნი 0:3
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
დავთარი02/09/2025 | 14:20მწარე სიტყვა „ტკბილი“ ხალხისთვის
დავთარი19/07/2024 | 15:58ხოხავს, სულს ღაფავს, ხრიალებს…
დავთარი24/05/2024 | 15:23რატომ (არ) წავიდა ჯაბა?
დავთარი20/03/2024 | 19:59მადონინები
