ექვსჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, არც სხვა ტიტულები და ჯილდოები აკლია და, რაც ყველაზე მთავარია – „რეალის“ ქომაგების ლეგენდა, კერპი გახდა. მადრიდულ კლუბში 7 ნომრით კრიშტიანუ რონალდუმაც იფრინა, მაგრამ ესპანელი გულშემატკივრებისთვის რაულ გონსალეს ბლანკო მაინც განსაკუთრებულ ფეხბურთელად რჩება.
საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან 4 წელი გავიდა, დღეს ის „სამეფო კლუბის“ აკადემიის მწვრთნელია და აქამდე განვლილი გზის ტკბილ-მწარე მოგონებებს გვიყვება:
„ბავშვობა სან კრისტობალში გავატარე, სადაც საფეხბურთო სკოლები არ არსებობდა. ბავშვები ბურთს სკვერში, ქუჩებში, სკოლის დერეფნებსა და სპორტულ დარბაზებში ვაგორებდით.
სახლებიდან ვიპარებოდით და მეგობრებთან ერთად ფეხბურთის სათამაშოდ მივდიოდით. ჩვენ ვთამაშობდით ყველგან – ეს სულ სხვა სამყარო იყო. დედა ხშირად სასადილოდ მეძახდა, მაგრამ ჩემი მთავარი საზრუნავი ბურთი იყო.
ოჯახში ყოველთვის ფეხბურთს ვუყურებდით. 11 წლის ასაკში ჩემი საფეხბურთო გაგება მხოლოდ ეზოში ბურთაობა და მეგობრების მონაყოლი გახლდათ.
თუ უბანში თამაში არავის სურდა, ვიღებდი ბურთს და კედელთან სათამაშოდ მივდიოდი – ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. თუ კარგად დავარტყამდი, კედელი ბურთს მიბრუნებდა, სხვა შემთხვევაში კი მის დასაჭერად სირბილი მიწევდა.
მინდოდა ფეხბურთელი გავმხდარიყავი. რადიოში რეპორტაჟებს ვუსმენდი და ვცდილობდი ის გამეკეთებინა, რასაც კომენტატორები აღტაცებით ამბობდნენ. ვცდილობდი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელივით მეთამაშა, თუმცა…
თუმცა, ნიჭი ყველაფერი არ არის. წარმატებისთვის საქმის სიყვარული უმნიშვნელოვანესია. მე ვარ ის ბედნიერი ადამიანი, რომელმაც ოცნება აიხდინა.“
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
