ლორია მაგდებურგს დაუმეგობრდა

Home სიახლეები ლორია მაგდებურგს დაუმეგობრდა

საქართველოს ნაკრების 32 წლის მეკარე გიორგი ლორია კარიერას მეორე ბუნდესლიგის „მაგდებურგში“ გააგრძელებს. მან ახალ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ეს ამბავი სოცილური ქსელით თავად გიორგიმ დაადასტურა.

ლორიას ბოლო რუსულ კრილიაში (სადაც ახლა ჯანო ანანიძე გადავიდა) იყო, საიდანაც თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოვიდა და ფორმის შესანარჩუნებლად თბილისის დინამოში ვარჯიშობდა.

ჩვენიანი მეკარის ახალი კლუბი გერმანიაში საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ ამჟამად არც თუ წარმატებული დროება უდგას – „მაგდებურგი“ მეორე ბუნდესლიგის ბოლოსწინა ადგილზეა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...