არიან სპორტსმენები, რომლებსაც თავიდანვე მოსდევთ გამარჯვებულის აურა – თავდაჯერებას და ღირსების გრძნობას ასხივებენ. ეგეთი ბიჭია გენო პეტრიაშვილი. ნამდვილი გოლიათი კეთილი ღიმილით. გუშინ საღამოს გენო ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ტრიუმფატორი გახდა და ფინალში ჩინელი მეტოქე ისე შემოეჩაგრა, თითქოს გორის საჭიდაო დარბაზში ვარჯიშობდესო.
ამ ოქროს შინდისელ გმირებს ვუძღვნიო, ჩემპიონმა. მაშინ, 2008 წელს სულ 14 წლის იყო და დღეს უკვე ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა კაცური და საჩემპიონო ჟესტით გამოხატა მოკრძალება და პატივისცემა. გენოს კოლექციას მხოლოდ ოლიმპიური ოქრო აკლია და ისიც აუცილებლად იქნება. 24 წელი მხოლოდ კარიერის სტარტია. ქართველობაში გენაცვალეთ საამაყო ქართველო! მადლობა!
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
სიახლეები21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
