მთელი სიტი რუსეთში მიდის

Home აქეთურ-იქითური მთელი სიტი რუსეთში მიდის
მთელი სიტი რუსეთში მიდის

მანჩესტერულმა კლუბმა სეზონის განმავლობაში ინგლისურ პრემიერლიგაში დამყარებული რეკორდების წყება არ იკმარა და ახლა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში დარეგისტრირდა.

საქმე იმაშია, რომ რუსეთში დასაწყებ საფეხბურთო ფორუმზე „სიტი“ ერთბაშად 17 ფეხბურთელით იქნება წარმოდგენილი,დაწყებული ევროპული და სამხრეთამერიკული და აფრიკული ნაკრებებით დასრულებული.

„სიტიში“ ზოგიერთ თანაგუნდელს უკვე ჯგუფურ ეტაპზე მოუწევს ერთმანეთის პირისპირ თამაში.

მეხსიერებას 1986 წლის მუნდიალი შემორჩა, როცა ვალერი ლობანოვსკიმ მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი კიევის „დინამოდან“ 12 ფეხბურთელი წაიყვანა.

„სიტის“ მაჩვენებელი შთამბეჭდავია, მაგრამ ეს 17 ფეხბურთელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადანაწილდა, მაშინ კი ერთი გუნდის 12 წევრმა ერთ ნაკრებში ითამაშა.

ასეა თუ ისე, რეკორდსმენი მაინც „სიტია“.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".