საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-18 ტურში ქართული რაგბისთვის ერთობ სიმბოლური ფაქტი დაფიქსირდა: ბოლო წლების საუკეთესო ბორჯღალოსანმა 8 ნომერმა ბექა გორგაძემ ევროპის უძლიერეს ლიგაში საიუბილეო, მე-100 მატჩი ჩაატარა, ხოლო ახალი თაობის გამორჩეულმა წარმამოადგენელმა, 20-წლამდელთა გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავგამოჩენილმა მიხეილ შიოშვილმა „ტულონის“ კვართი ოფიციალურ მატჩში პირველად მოირგო, რამაც ამ დიად კლუბში დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. ასე უნებლიედ გამოუვიდათ ფრანგებს ქართული რაგბის თაობებს შორის სიმბოლური...

ამსტერდამში ერთი დებიუტანტით
საქართველოს ბორჯღალოსნები კვირას, 15 თებერვალს „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს გამართავენ. მარკო ბორტოლამის ბიჭები 16 საათზე ნიდერლანდების ნაკრებს შეერკინებიან, რომელმაც პირველ ტურში ესპანეთს ბრძოლა კი გაუმართა, მაგრამ მაინც დამარცხდა – 33:51. საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფის ლიდერია, რადგან პირველ ტურში უფრო დიდი სხვაობით იმარჯვა – შვეიცარია ივერდონში 54:3 დაამარცხა. ქართველთა 34-კაციანი გაფართოებული რაზმის 5 წევრი თავის ფრანგულ...

შვეიცარიაში ხუთი დებიუტანტით
8 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ჩაებმება ტურნირში, რომლის გამარჯვებულიც სხვა დანარჩენ მონაწილეებზე ბევრად მეტჯერ გამხდარა. კვირას, 16 საათზე დაიწყება „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის „ა“ ჯგუფის მატჩი, რომელშიც შვეიცარიის ნაკრები საქართველოს ბორჯღალოსნებს უმასპინძლებს. ეს იქნება პიერ-ანრი ბრონკანისა და მარკო ბორტოლამის სამწვრთნელო დუეტის დებიუტი საქართველოს ნაკრების საჭესთან და როგორც ასეთ შემთხვევებს ახასიათებს ხოლმე, ახალ თავკაცებს ახალი სახეები შემოჰყავთ ბორჯღალოსანთა დასში. ფრანგულ-იტალიურმა...

ვიდრე ნაკრებში წავიდოდნენ…
საინტერესო რამ მოხდა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გასულ ტურში. მოგეხსენებათ, მომდევნო უიქ-ენდზე „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატი იწყება და ბრონკან-ბორტოლამის სამწვრთნელო დუეტმა 34 მორაგბეს უხმო შვეიცარიასთან მატჩის წინ. სიტყვამ მოიტანა და ვთქვათ, რომ ილია სპანდერაშვილმა ბოლო ტურში ტრავმა მიიღო და გაფართოებულ განაცხადში მას „შავი ლომის“ მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე შეცვლის. ჰოდა, ნაკრებში გამოძახებულთაგან 15-მა ტოპ 14-სა და პრო დ2-ში ითამაშა, მხოლოდ 3-მა...

ოთხი ლელო, ოთხი დარტყმა…
გასულ უქმეებზე საფრანგეთსა და ინგლისში 24-მა ქართველმა მორაგბე ლეგიონერმა ითამაშა. 2-2 ქართული ლელო ტოპ 14-სა და პრო დ2-ში დაფიქსირდა, ხოლო ამ უკანასკნელში კიდევ ორმა ჩვენებურმა ქულები ზუსტი დარტყმებით აგროვა. ტოპ 14 ირაკლი აფციაური „რასინგ-92“-თან პარიზში წაგებულ მატჩში „ლიონის“ რიგებში მე-60 წუთზე გამოჩნდა და უკვე 6 წუთში თავისი ფრანგული კარიერის პირველი ლელო გაიტანა. ბორჯღალოსანმა ბურჯმა ბურთი რაქიდან აიღო და ჩათვლის მოედანზე...

ჭუმბაძის დუბლი და ნინიაშვილი-მელიქიძე
სარაგბო ევროპაში კონტინენტური საკლუბო ტურნირების ჯგუფური ეტაპი დასრულდა და აბა, როგორ იქნებოდა, ქართველ ლეგიონერებს თავი ინდივიდუალურად არ გამოეჩინათ. ბაჩუკი ჭუმბაძემ „ექსეტერის“ შემადგენლობაში სადებიუტო ლელო გაიტანა, შემდეგ მეორეც მიაყოლა, ხოლო დავით ნინიაშვილმა და გიორგი მელიქიძემ თავთავიანთი საოცარი სეზონები კიდევ თითო ლელოთი გაამდიდრეს. ჩემპიონთა თასი ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში უჩვეულოდ ბევრმა – შვიდმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. „ა“ პულის აუტსაიდერმა „კლერმონმა“...

ძებრეს ბონუსით დასამარცხებლად
შაბათს, 17 საათზე თბილისის სარაგბო სტადიონ „ავჭალაზე“ პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზ „შავი ლომის“ არსებობის ისტორიაში ყველაზე საპასუხისმგებლო მატჩი დაიწყება – ბორჯღალოსნების საბაზო გუნდი დაუპირისპირდება იტალიის ნაკრების ერთ-ერთ მთავარ დონორს – პარმულ ფრენჩაიზ „ძებრეს“. თამაშის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს: თუკი „შავი ლომი“ მეტოქეს დაამარხცებს და თან 4 ან მეტ ლელოს გაიტანს, ქართული გუნდი პირველად გავა ჩელენჯ თასის პლეი-ოფში, ოღონდ ამისთვის...

მსოფლიოს ახალგაზრდული – თბილისსა და ქუთაისში
„მსოფლიო რაგბის“ გადაწყვეტილებით, მორაგბე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ამიერიდან მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის სახელით იარსებებს და მასში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მოგეხსენებათ, 2017 წელს საქართველომ ისტორიაში პირველად უმასპინძლა ხსენებულ ტურნირს და საყოველთაო აღიარებით, ეს იყო სანიმუშოდ ორგანიზებული სპორტული ღონისძიება. მაშინ ჩემპიონი ახალი ზელანდია გახდა, რომელმაც ფინალში ინგლისი 64:17 დაამარცხა. მას მერე საქართველომ არაერთხელ გამოთქვა ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი და როგორც იქნა, ეს მოთხოვნა...

შეუჩერებელნი
მოგეხსენებათ, გასულ უქმეებზე ევროპაში საკლუბო თასების ჯგუფური ეტაპი განახლდა და ჩელენჯ თასზე ჩვენი „შავი ლომის“ ისტორიული ბონუსიანი გამარჯვებითაც გავიხარეთ. ჩემპიონთა თასი ევროპის მთავარი ევროთასის მესამე ტურში სამიოდე ქართველმა მიიღო მონაწილეობა. გიორგი ძმანაშვილი თავისი „კლერმონის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა „ვულკანები“ საშინაო მატჩში „გლაზგო უორიორზთან“ 21:33 დამარცხდნენ და შოტლანდიელებს პლეი-ოფის მონაწილეობა გაუნაღდეს, თავად კი წინსვლის ყოველგვარი შანსი დაკარგეს. დავით ნინიაშვილმა კი თავისი...

შავი ლომი წელიწადს საფრანგეთში იწყებს
„შავი ლომი“ 2026 წელს მის მე-10 დღეს გახსნის. სწორედ 10 იანვარს, შაბათს, საფრანგეთის პატარა ქალაქ მონტობანის სტადიონ „საპიაკზე“ პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი ტოპ 14-ის აუტსაიდერს შეერკინება. ახლანდელი „მონტობანი“ იმ გაკოტრებული და გაუქმებული კლუბის სამართალმემკვიდრეა, რომელშიც უამრავ სახელოვან ბორჯღალოსანს უთამაშია. 1903 წელს დაარსებული სარაგბო კლუბის გუნდმა 1967 წელს საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ესაა „მონტობანის“ ერთადერთი მიღწევა ქვეყნის ელიტურ სარაგბო...

პსჟ: 2025 წლის ათი საუკეთესო გოლი
პარიზელთა ყურადღების ცენტრში ახალი წლის ღამეს „პარი სენ ჟერმენი’’ მოექცა. ტრიუმფალურ თაღს 2025 წლის დაუვიწყარი გამოსახულებები მიანათეს ― კლუბის დიდების დარბაზს ამ წელიწადს ექვსი ჯილდო შეემატა. საახალწლოდ კი გულშემატკივარმა საჩუქრად 2025 წელს გატანილი 178-ივე გოლის ჩანაწერი მიიღო. ჩანაწერი 35 წუთიანია, მაგრამ ჩნდება კითხვა, რომელია ამ გოლებს შორის საუკეთესო ან ვთქვათ ყველაზე მნიშვნელოვანი? „პარიზიენმა’’ შეარჩია მისი აზრით ათი გამორჩეული გოლი. გთავაზობთ...

მელიქიძის ფენომენი
ტოპ 14 „სტად ფრანსეს“ ქართველმა ბურჯმა გიორგი მელიქიძემ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-6 ლელო გაიტანა! ბურჯისთვის ეს თავისთავად უნიკალური შედეგია, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერჯერობით პირველობის ეკვატორიც არ გადალახულა… ლელოცაა და ლელოც: „ასპინძა“ „რასინგ-92“-თან მატჩში 49-ე წუთზე მარქაფიდან ჩაერთო და უკვე დიდი ხნის, 3-ზე მეტი წუთის გაწითლებულ დროში ლელო გაიტანა, რომელმაც „სტად ფრანსეს“ დედაქალაქური დერბის არწაგების შანსი გაუჩინა, ხოლო ამ...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

ლივერპულში ჩარჩენილები
„პარი სენ ჟერმენმა’’ შინ წააგო „ლიონთან’’ (1:2) და „პარიზიენმა’’ ამასთან დაკავშირებით დაწერა: „შემადგენლობაში ექვსი ცვილების მიუხედავად გუნდი კვლავ „ლივერპულზე’’ ფიქრობდა. ფეხბურთელები რეალობიდან უცნაურად გარიყულები ჩანდნენ და ამის გამო „ლიონმა’’ სინი მე-6 წუთზევე დასაჯა…’’. მართლა იმის ბრალი იყო პსჟ-ს ფეხის დაცდენა, რომ გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული თუ არა, ფაქტია, რომ მე-18 წუთზე აფონსო მორეირამ იმავე ენდრიკის პასით მეორეც შეაგდო. პარიზელებმა...

კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…
საფრანგეთის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ლიონს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. პარიზელებიდან გოლი არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელიც ლუის ენრიკემ სათადარიგოთა შორის დატოვა და მოედანზე შეცვლაზე შეუშვა.

თუშიშვილის ოქრო და გუნდური პირველი ადგილი
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველომ ორი მედალი მოიპოვა – ოქრო და ბრინჯაო. ჩვენი ნაკრების კაპიტანმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა, ოქრო ირგუნა და ევროპირველობა საქართველოს ჰიმნით დახურა. ოქროსკენ მიმავალ გზაზე თუშიშვილმა ჯერ კვიპროსელი იანის ანტონინიუ დაამარცხა, შემდეგ თურქ იბრაჰიმ ტატაროღლუს აჯობა, ნახევარფინალში კი, რუს ვალერი ენდოვიცკი იპონზე დააგდო. ილია სულამანიძე (100) კი, ბრინჯაოს მედალს...

ლუკა ჩემპიონი
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეც საქართველოს ჰიმნით დაიხურა. ჩემპიონი -90 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე გახდა. ფინალში მან სერბი ნემანია მაიდოვი ვაზარით დაამარცხა. ფინალამდე კი ლუკამ 4 შეხვედრა მოიგო. პირველ ბრძოლაში ფინელ მეტოქეს ვაზარით მოუგო, მეორეში კი სერბს ვაზარისა და იუკოს უპირატესობით. 1/4 ფინალში ბულგარელ ივაინო ივალოვთან ჰქონდა რევანში ასაღები და აიღო კიდეც.მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში იუკო გაუშვა,...

ბითაძე ფლეი ოფში
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ს ფლეი ოფში ითამაშებს. ფლეი ინის ბოლო მატჩში ფლორიდელებმა „შარლოტი“ 121:90 გაანადგურეს, რაშიც წვლილი ჩვენებურმაც შეიტანა. გოგა საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 15.44 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 4 დაფარება მოასწრო. ბითაძემ ორიდან ორი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ჩვენებურს პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში...

ერთი დღის ორი ოქრო
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს დელეგაციამ ორი მედალი მოიპოვა და ორივე უმაღლესი სინჯის. ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57) კონტინენტის ჩემპიონები არიან. ლიპარტელიანს ფინალში მეტოქედ ებრაელი ნელსონ ლევი ერგო. ჩვენიანი თავიდან იუკოთი ჩამორჩა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და 15 წამით ადრე მეტოქე იპონზე დააგდო. ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, ვინაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო… თუმცა, ლიპარტელიანი...

საქართველო ესპანელს ჩაბარდა
საქართველო ხელბურთელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი ესპანელი რუბენ გარაბაია იქნება – 47 წლის სპეციალისტისა და მისი სამწვრთნელო შტაბის დანიშვნა, 11 მაისს ოფიციალურად გამოცხადდება და გარაბია პირველ სანაკრებო შეკრებას გამართავს, რომელიც ორ კვირამდე გაგრძელდება და გაცნობითი ხასიათის იქნება. გარაბაიამ პროფესიული კარიერა კლუბ „კორვერაში“ დაიწყო. 2007-2010 წლებში „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც 2009 და 2010 წელს ესპანეთის სამეფო თასი მოიგო, ითამაშა EHF-ის ჩემპიონთა...

თბილისში, ბაჰრეინთან…
საქართველოს ეროვნული გუნდი ზაფხულის სანაკრებო პაუზის დროს თბილისისში, ამხანაგრ მატჩს ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს – შეხვედრა 5 ივნისს „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზეა დაგეგმილი. ბაჰრეინთან ამხანაგური თამაში 2026 წლის შემოდგომაზე გასამართი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებამდე ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება. შეგხსენებთ, რომ მანამდემ 2 ივნისს, ასევე თბილისში ჩვენები რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.

დევიდ ვები: ოღონდ სწორი კლუბი უნდა შესთავაზოთ
Liverpool Echo-ში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოქვეყნდა. საიტი, რომელიც „ლივერპულის’’ ამბებს აშუქებს წერს: „თუკი მერსისაიდელ ფანებს დაეუფლათ შეგრძნება, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელია საკმარისზე მეტად ნახეს, მათი გაგება შეიძლება, თუმცა ქართველს „ენფილდზე’’ წითელი მაისურით რომ ეთამაშა ამ ხალხის დამოკიდებულება შეიძლება სულ სხვანაირი ყოფილიყო. 25 წლის გარემარბმა „პარი სენ ჟერმენის’’ ჯამურ 4:0 გამარჯვებაში საკვანძო როლი ითამაშა და „პარკ დე პრენსზე’’...

მოქმედი ვიცე გახდა…
თბილისში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს საქართველოს დელეგაციას მედალი აქვს. მოქმედი ევროპის ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ამჯერად ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ჩვენებური ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს დაეჭიდა და მტკივნეული ილეთით დამარცხდა. ფინალამდე სარდალაშვილმა გერმანელ ჰეიდერს დამატებით დროში სძლია; მეოთხედფინალში ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს ვაზარითა და იუკოთი ჯობა; ნახევარფინალში კი, იუკოთი ჩამორჩენილმა, აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევი ვაზარით დასცა და ფინალში გავიდა…...

მბაპე 70
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, კილიან მბაპეს, გოლი მიუნხენის „ბაიერნის“ კარში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის 42-ე წუთზე, მისი 70-ე გოლი გახლდათ ამ ტურნირზე. ამგვარად, მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 70 გოლის ნიშნულს მიაღწია 98-ე მატჩში. მხოლოდ ლიონელ მესიმ (90 თამაში) და რობერტ ლევანდოვსკიმ (93) მიაღწიეს ფრანგზე სწრაფად ამ მაჩვენებელს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე. შეხვედრა 4:3 „ბაიერნის“ გამარჯებით დასრულდა. პირველ მატჩშიც ბავარიელებმა იმარჯვეს – ...

ხვიჩა მოიგებს
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა 2025-2026 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში: პსჟ, „ბაიერნი“, „არსენალი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ გავიდნენ. „თებერვალში ვთქვი, რომ პსჟ ფიზიკურად საუკეთესოდ გამოიყურებოდა, რადგან ისინი აუცილებლად მოიგებდნენ საფრანგეთის ჩემპიონატს მაქსიმალური ძალისხმევის გარეშე. ენრიკემ თავის 20-ვე მოთამაშეს დაახლოებით თანაბარი დატვირთვა მისცა. ისინი ისეთი სტრესულები არ იყვნენ, როგორც პრემიერლიგის და ლა ლიგის გუნდები. ენრიკემ...

