„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

დემბელე გაბრაზდა! ლუის ენრიკე გაბრაზდა!
რენში 1:3 მარცხით გაწბილებულმა ოსმან დემბელემ Ligue 1+თან ინტერვიუში ბრაზი ვერ დამალა. როგორც ჩანს 2025 წლის „ოქროს ბურთის’’ ლაურეატს თანაგუნდელებმა მოუშალეს ნერვები. „ძალიან ცუდად დავიწყეთ, – თქვა პარიზელთა ერთადერთი გოლის ავტორმა, – მეტი ჟინის გამოვლენა გვმართებდა. ჩვენ „პარი სენ ჟერმენისთვის’’ უნდა ვთამაშობდეთ. თუ მარტო საკუთარი თავისთვის ვითამაშებთ, ვერაფერს მივაღწევთ. ასე ტიტულს ვერ მოვიგებთ. შარშან ჯერ კლუბზე ვფიქრობდით და მერე საკუთარ...

ამსტერდამში ერთი დებიუტანტით
საქართველოს ბორჯღალოსნები კვირას, 15 თებერვალს „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს გამართავენ. მარკო ბორტოლამის ბიჭები 16 საათზე ნიდერლანდების ნაკრებს შეერკინებიან, რომელმაც პირველ ტურში ესპანეთს ბრძოლა კი გაუმართა, მაგრამ მაინც დამარცხდა – 33:51. საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფის ლიდერია, რადგან პირველ ტურში უფრო დიდი სხვაობით იმარჯვა – შვეიცარია ივერდონში 54:3 დაამარცხა. ქართველთა 34-კაციანი გაფართოებული რაზმის 5 წევრი თავის ფრანგულ...

მაიკლ ო’ნილი: საქართველო ალბათ ყველაზე უცნობი გუნდია, მაგრამ…
ჩრდილო ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი მაიკლ ო’ნილი ამბობს, რომ ერთა ლიგის B2 ჯგუფში იოლი თამაშები არ იქნება ― ბრიუსელში ჩატარებულმა კენჭისყრამ ერთად შეყარა უნგრეთი, უკრაინა, საქართველო და ჩრდილო ირლანდია. ერთა ლიგამდე, რომლის გათამაშებაც სექტემბერში იწყება, ჩრდილო ირლანდიელებს მარტში მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი-ოფში უწევთ იტალიასთან შეხვედრა. ამ ბრიტანულ გუნდს მუნდიალზე 1986 წლის შემდეგ არ უთამაშია. რაც შეეხება ერთა ლიგას, ჩრდილო ირლანდიელებმა B დონეზე...

უნგრელები საქართველოს ნაკრებზე
უნგრულმა გამოცემამ „ნემზეთი შპორტმა’’ (ეროვნული სპორტი) ერთა ლიგის კენჭისყრას მიუძღვნა რამდენიმე წერილი: B2 ჯგუფში მოხვდნენ უნგრეთი, უკრაინა, საქართველო და ჩრდილოეთ ირლანდია. უნგრელმა ჟურნალისტებმა დაახასიათეს თავიანთი ნაკრების სამივე მეტოქე. საქართველოს ნაკრების დახასიათებას მისი ფრანგი მწვრთნელის ვილი სანიოლის კომენტარიც დაურთეს. გაზეთმა, რომელიც უნგრეთში 1903 წლიდან გამოიცემა დაწერა: „ბევრს ახსოვს საქართველოს ნაკრების ფანტასტიკური გამოსვლა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. თურქებთან წაგების შემდეგ მათ ფრედ...

მარკო როსი: საქართველო რთულ მეტოქედ მიმაჩნია
ხუთშაბათს ბრიუსელში გაიმართა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა. საქართველოს ნაკრები მოხვდა B2 ჯგუფში უნგრეთის, უკრაინისა და ჩრდილო ირლანდიის ეროვნულ გუნდებთან ერთად. წილისყრის შედეგებზე უნგრულ „ნემზეთი შპორტთან’’ ინტერვიუში თავისი აზრი გამოთქვა უნგრეთის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა 61 წლის მარკო როსიმ. „კარგია, რომ არ შევხვდით ისეთ ძლიერ გუნდებს როგორებიც არიან შვეიცარია და ავსტრია, მაგრამ ჯგუფში მაინც ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავს. საქართველო ბოლო პერიოდში ჩვენზე...

ვიეირამ ერთა ლიგის მეორე ჯგუფში ჩაგვსვა
ბრიუსელში ერთა ლიგის მეხუთე გათამაშების წილისყრა გაიმარტა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ. კალათიდან ბურთულები ფრანგმა პატრიკ ვიეირამ ამოიღო და გაირკვა, რომ: ერთა ლიგის 2026-27 წლების სეზონში ჩვცენი ნაკრები B დივიზიონის მეორე ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები უნგრეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები იქნებიან. წილისყრის სრული შედეგებია ასეთია: A დივიზიონი A1 ჯგუფი: საფრანგეთი, იტალია, ბელგია, თურქეთი A2 ჯგუფი: გერმანია, ნიდერლანდები, სერებეთი,...

რეალმა სუპერლიგის პოროექტი მოკლა
სუპერლიგის ყბადაღებული პროექტი ჩაფლავდა. გასულ შაბათს მასზე „ბარსელონამ’’ თქვა უარი, ახლა კი „რეალიც’’ შეუერთდა. ოთხშაბათს მადრიდელებმა გაავრცელეს განცხადება რომელშიც წერია, რომ უეფასთან პრინციპულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი და როგორც კი ის საბოლოო დოკუმენტად გადაიქცევა, ევროპის სუპერლიგასთან დაკავშირებულ ყველანაირ ლაპარაკს წერტილი დაესმება. „მრავალთვიანი დისკუსიის შედეგად, რომელიც ევროპული ფეხბურთის ინტერესებს ითვალისწინებდა უეფა, ევროპის საფეხბურთო კლუბების გაერთიანება და „რეალი’’ აცხადებენ, რომ მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას....

რიბერი ეპშტეინის ფაილებში ახსენეს
მსოფლიო ჯეფრი ეპშტეინის ფაილებზე გადაირია. ლამის არ დარჩა ცნობილი ადამიანი რომლის სახელიც ამ ამერიკელ ფინანსისტთან და არასრულწლოვანთა გამრყვნელთან არ დააკავშირეს. ერთ-ერთი ბოლო ვინც ასეთმა დაკავშირებამ გააბრაზა და სასამართლოში ჩივილს აპირებს ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ფრანკ რიბერია, რომელმაც ბევრ კლუბში ითამაშა, მაგრამ ფეხბურთის ისტორიას „ბაიერნის’’ ლეგენდად შემორჩა. მედიას გაახსენდა, რომ რიბერი 2010 წელს პარიზში სუტენიორობის საქმეზე იყო დაკითხული. ახლა კი გაირკვა, რომ...

მარსელში დე ძერბის გამოეტირნენ
ის, რაც ყველამ იცოდა, ოფიციალურად დადასტურდა: რობერტო დე ძერბი „მარსელის’’ მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტი საფრანგეთის უმსხვილეს საპორტო ქალაქში 2024 წლის ზაფხულში დიდი ამბიციით ჩავიდა, მაგრამ ბოლოხანს გუნდს ზედიზედ ისეთი ცუდი შედეგები ჰქონდა, რომ ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კლუბის ხელმძღვანელობისთვის და კერძოდ პრეზიდენტ პაბლო ლონგორიასთვის ბოლო წვეთი „ლე კლასიკში’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ 0:5-ის წაგება გამოდგა. ფრანგული მედია წერს, რომ კლუბი...

დემბელე: ბალერდი ნაგავია
არ წყდება ლაპარაკი „ლე კლასიკის’’ შესახებ, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა’’ „მარსელს’’ 5:0 მოუგო. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მეორე ტაიმის შუაში შევიდა და 5 წუთში არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა, მაგრამ პარიზელთა გამარჯვებაში ყველაზე დიდი როლი ყველა გამოკითხვის თანახმად 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ოსმან დემბელემ შეიტანა, რომელმაც ორი გოლი თავად შეაგდო და პლუს კვარაცხელიას ჩინებული საგოლე პასი ჩააწოდა. როგორც ფრანგული მაუწყებელი...

არ დავნებდებით
„ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კომენტარი გააკეთა კომოსთან იტალიის თასის მეოთხედფინალში პენალთებით 6:7 დამარცხების შესახებ. „ბიჭები უნდა შევაქო, რადგან ჩვენს ამჟამინდელ პოტენციალს ვაჭარბებთ. ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს და ამის მიუხედავად, შესანიშნავ შედეგებს ვაჩვენებთ. ერთ კალენდარულ წელს სკუდეტოც და ქვეყნის სუპერთასიც მოვიგეთ და დღევანდელი დღე ძალიან იმედგამაცრუებელია, რადგან პენალტების სერიაშიც კი შეგვეძლო გასვლა შემდეგ რაუნდში. ნებისმიერ გუნდს ამჟამინდელ კრიზისში სირთულეები შეექმნებოდა, მაგრამ...

კარვახალმა და არბელოამ ჯერ იჩხუბეს, მერე კი მშვიდად ილაპარაკეს
„რეალის’’ კაპიტანი დანი კარვახალი ბოლო ტურებში საწყლად იჯდა სათადარიგოთა სკამზე. „ვალენსიას’’ წინააღმდეგ როდესაც სასტარტო შემადგენლობაში მან კი არა დავიდ ხიმენესმა ითამაშა, ხოლო შემდეგ, 76-ე წუთზე ხიმენესი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა შეცვალა, კარვახალი გაბრაზდა და მწვრთნელ ალვარო არბელოასთან, მსუბუქად რომ ვთქვათ, იკამათა. თუმცა, ბოლო ცნობების თანახმად კარვახალმა და არბელოამ მოგვიანებით კიდევ ერთხელ ილაპარაკეს და ვნებათაღელვა დააცხრეს. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ არჩევს სიტუაციას...

