Breaking News

Day: June 21, 2025

წიქარას ფენომენი

თბილისის „წიქარამ“ ნამდვილი სასწაული მოახდინა – სარაგბო კლუბი, რომელიც ჯერ კიდევ 2023-2024 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში ასპარეზობდა, 2025 წლის შემოდგომიდან დიდ 10-ში იბრძოლებს. ერთი კვირის წინ თბილისში გამართული გადასვლა-დარჩენის პლეი-ოფის პირველ მატჩში 44:18 სამცხე-ჯავახეთის „ტაოს“ ძლევის შემდეგ, „წიქარა“ ელიტაში აღზევების დიდი პერსპექტივის წინაშე აღმოჩნდა და ისე მოხდა, რომ ტაოელებმა შაბათს დედაქალაქელთა ასპინძაში მასპინძლობაზე…

Read more

ბრაზილიაში პარი სენ ჟერმენის სიკვდილზე ალაპარაკდნენ

„ისტორიული!’’  „დაუვიწყარი გამარჯვება, რომელიც ევროპას შოკში ჩააგდებს!’’ ― ასეთი სათაურებით აივსო ბრაზილიური პრესა „ბოტაფოგოს’’ მიერ „პარი სენ ჟერმენის’’ 1:0 ძლევის შემდეგ. შეხვედრის წინ პსჟ ცხადია ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონმა და ჩემპიონთა ლიგის მფლობელმა ბრაზილიური წინააღმდეგობა ვერ დაძლია. „სამხრეთ ამერიკის მოქმედმა ჩემპიონმა პსჟ-ს მოუგო, ის ჯიბეში ჩაისვა და თორმეტწლიან გვალვას ბოლო მოუღო’’, ― დაწერა Globo…

Read more

პსჟ-ს ბოლო დღის ამბავი

„ბოტაფოგოსთან’’ გასაკვირი დამარცხების (0:1) მეორე დღეს „პარი სენ ჟერმენი’’ ირვინის უნივერსიტეტის სავარჯიშო მოედანს დაუბრუნდა. ტემპერატურა წინა დღეებთან შედარებით ნაკლები იყო. „პარიზიენი’’ წერს, რომ პასადენაში წაგებისა და მერვედფინალში ვერგასვლის მიუხედავად პარიზული კლუბის ფეხბურთელები ჩვეულებრივ ხუმრობდნენ და გასული კვირის იუბილარებს, გონსალო რამუშსა და ნუნუ მენდეშს საპატიო დერეფანიც მოუწყვეს. პარასკევის ვარჯიშის მთავარი ამბავი კი ოსმან დემბელეს ჯგუფში დაბრუნება…

Read more