მონღოლეთის დედაქალაქ ულან ბატორში გამართულ გრანდ სლემზე სამი ქართველი ძიუდოისტი ჩავიდა და კვარცხლბეკზე მხოლოდ ერთი მათგანი ავიდა. როგორც „ჩვევია“, ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჩვენებურმა გერმანელი კილიან კაპელმერი, პორტუგალიელი ჟორჟ ფონსეკა და იაპონელი აარონ ვულფი მიყოლებით დაამარცხა. ფინალში ლიპო, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, მასპინძელ გონჩიგსურენ ბატხუიაგს დაეჭიდა. მონღოლმა ძიუდოისტმა ჩვენებური კონტრილეთზე...
Day: June 25, 2023
ქართველებმა სამხრეთ აფრიკა გააოცეს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი მასპინძელ თანატოლებთან 23:33 კი დათმეს, მაგრამ მსოფლიო რაგბის ამ ფორუმზე ფურორი ნამდვილად მოახდინეს. ჩვენს ბიჭებს ოდნავ რომ გამართლებოდათ და „პატარა ქურციკთა“ მგეზავ იან სმითს ოდნავ ნაკლები სიზუსტით ერტყა კარში, ანგარიში სულ სხვაგვარი იქნებოდა. სამხრეთაფრიკელმა 7-ჯერ დაარტყა ქართულ კარში და ყველა ზუსტად. სმითმა მასპინძელთა სამივე ლელო...
მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად ახალგაზრდათა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიას ქმნის
გიორგი მამარდაშვილს საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დიდებული დებიუტი ჰქონდა. „ვალენსიას” მეკარემ თბილისში, პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ბელგიასთან ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამ ფრის წყალობით საქართველოს გუნდი ორი ტურის შემდეგ ჯგუფში ლიდერობს. ქართველებმა შეხვედრა სიხარულის ცრემლით დაასრულეს. მიზეზი: გოლი, რომლის წყალობითაც შეხვედრა ფრედ დასრულდა გიორგი გულიაშვილმა 87-ე წუთზე გაიტანა. ახლა ისინი A...
ნაპოლის კუბო უნდა?
spazionapoli წერს, რომ „ნაპოლის” სატრანსფერო ციებ-ცხელება თანდათანობით მწვერვალს უახლოვდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ირვინგ ლოსანოს შემცვლელის პოვნაა. მექსიკელი გარემარბის შეძენით არაბული კლუბები არიან დაინტერესებულები. ისინი ფეხბურთელს სამწლიან კონტრაქტს და წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობენ. „ჩაკი” წინადადებებს განიხილავს, „ნაპოლი” კი მის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს. იმ შემთხვევაში თუ ლოსანო გაიყიდება, „პარტენოპეელები” „რეალ სოსიედადიდან” ტაკეფუსა კუბოს გადმობირებას შეეცდებიან...



