ირაკლი მოდებაძე დაიბადა 1984 წლის 4 ოქტომბერს თბილისში სიმაღლე: 184 სმ ამპლუა: თავდამსხმელი საკლუბო კარიერა 2000-2001 ვალენსია თბილისი 4 (1 გოლი) 2001-2002 მერანი თბილისი 0 (0) 2002-2007 მეტალურგი ზაპორიჟიე 81 (16) 2009 ჩერნომორეცი ოდესა …
შეჯამების დროა: საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტებში დაამარცხა კანადა და აშშ, ბეწვზე წააგო სტუმრად, უელსთან და ექვსი ერის კარზე ერთხელაც დააკაკუნა კი არა, უკვე ბრახუნზე გადავიდა. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრადიციული სარაგბო ქვეყნების მედია მოზრდილ მიმოხილვებს უძღვნის ბორჯღალოსნების მორიგ აჩქარებას. ყველაზე დიდი ყურადღება შემოდგომის ტესტებში საქართველოს და უელსის ნაკრებთა დაპირისპირებას ერგო და BBC-ს მიმომხილველი…
გიორგი დევდარიანისა და თბილისის „ლოკომოტივის“ გზები გაიყარა. ურთიერთშეთანხმებით კონტრაქტის გაწყვეტა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა და წარმატებები – როგორც ხდება ხოლმე, ისეთი განცხადება გაკეთდა. დევდარიანი საინტერესო მწვრთნელია ქართულ სივრცეში. მასზე ხშირად ლაპარაკობენ. ბევრს მოსწონს, ბევრს – არა. „ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგის განვლილი სეზონი კარგად დაიწყო და ერთი ხანობა ლიდერობდა კიდეც, მერე საქმეები აერია და ბოლო რვა-ათი თამაში პირწმინდად…
ბევრი დიდი ფეხბურთელი კარიერას სამშობლოში ამთავრებს, მაგრამ ისეთებიც არიან, საპენსიო ასაკში ყატარს, ჩინეთს ან ამერიკას რომ არჩევენ. არჩევანში ვერავინ ჩაერევა, მაგრამ თხოვნა ხომ შეიძლება: ფლეშმობი მოაწყონ ქართველმა ფეხბურთელებმა და დათქვან, რომ კარიერის ბოლო სეზონს საქართველოში გაატარებენ. განსაკუთრებულს არაფერს მოგთხოვთ. თქვენი გამოცდილება გადაეცით კარიერის სტარტზე მყოფ ბიჭებს, ეგებ მოთამაშე-მწვრთნელობაც შეძლოთ. დიდ ფულს ვერ იშოვით, მაგრამ ვალის…
რუსეთმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერი წარადგინა. პოსტერის მთავარი ფიგურა მოსკოვის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარული მეკარე ლევ იაშინია. პრეზენტაციის წამყვანები მომავალი მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ვიტალი მუტკო, ფიფას გენერალური მდივანი ფატიმა სამურა და რუსეთის ნაკრების მეკარე იგორ აკინფეევი იყვნენ. საგანგებო სტუმრად კი იაშინს ქვრივი- ვალენტინა მიეწვიათ. პოსტერის დიზაინერი 50 წლის იგორ გუროვიცია….
ნეიმარს სურს, თვითონ გადაწყვიტოს, რომელ მატჩში ითამაშებს და რომელში – არა. საიდან მოიტანა და ვინ მოუყვა, უცნობია, მაგრამ „Yahoo Sports“-ის ჟურნალისტმა დანკან კასტლესმა „პარი სენ ჟერმენიდან“ სწორედ ასეთი ამბავი გამოიტანა. თუ ეს მართლია, მაშინ ძალიან იოლია ნეიმარის მომავლის წინასწარმეტყველება მისი მადის ზრდადობის გათვალისწინებით. 1) „ბარსელონადან“ წავიდა – მესის ჩრდილში ყოფნა აღარ ისურვა. 2) უძვირესია ფეხბურთის…
ეს იყო საფრანგეთში. 1997 წელს. არაოფიციალურ ტურნირზე, რომელსაც სახელიც მარტივი დაარქვეს: “ტურნუა დე ფრანს”. მასპინძლების გარდა მონაწილეობდნენ იტალიის, ინგლისისა და ბრაზილიის ნაკრებები. “ტურნუას” მიზანი 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მომზადება გახლდათ. 98-ის მუნდიალი იქვე, საფრანგეთში უნდა ჩატარებულიყო. “ტურნუას” ჩემპიონი გახდა ინგლისი, მეორეზე გავიდა ბრაზილია, მესამეზე საფრანგეთი და მეოთხეზე “სკუადრა აძურა”, მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ამ შეჯიბრებიდან…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes