ყველგანმავალი მახათი

Home აქეთურ-იქითური ყველგანმავალი მახათი
ყველგანმავალი მახათი

რა აკეთოს უსაქმოდ დარჩენილმა 36  წლის კაცმა  თუ სეზონის ბოლომდე ფეხბურთიდან  გააძევეს?  ქომაგის  ჩაწიხვლისთვის  „მარსელიდან“  მოკვეთილმა პატრის ევრამ საუცხოო გამოსავალი მოძებნა – ფორმის შესანარჩუნებლად  „ჯიპი“ ჩაიბა, მის სახურავზე ფიზმომზადების მწვრთნელი შესვა და ასე მხიარულად,  „ჯიპის“ თრევით ვარჯიშობს.

„ცხოვრება ზოგჯერ შეიძლება მძიმე გეჩვენოს, მაგრამ ღიმილი  უნდა შეინარჩუნო“ – თქვა ფრანგმა, რომელიც უეფამაც დასაჯა და 2018 წლის ივნისამდე „თამაშგარე“ დატოვა.

იმედია, ასე ნავარჯიშები ფეხი რომელიმე ქომაგს აღარ მოხვდება.