სერბეთის სუპერლიგის მატჩში სუპერ საპროტესტო აქცია გამართა ჩაჩაკის „ბორაცმა“. გასულ კვირას სტუმრად სუბოტიცას „სპარტაკთან“ შეხვედრის პირველ ტაიმში ჩაჩაკელები იგებდნენ (1:0) და მსაჯმა ტაიმის ბოლოს მასპინძლების სასარგებლოდ საეჭვო პენალტი დანიშნა. „ბორაცის“ ფეხბურთელები მსაჯს აუჯანყდნენ და სასტვენის მბრძანებელმა პასუხად ორი კაცი გაუძევა, „სპარტაკმა“ კი პენალტით გაათანაბრა. 9 კაცით დარჩენილი სტუმრები ჯერ თამაშის გაგრძელებას უარობდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში…
დიდი სიხარულია რუსთავში. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ვარლამ კილასონიას გაწვრთნილმა გუნდმა ეროვნული ლიგა ერთის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქვემოქართლელებმა საშინაო სარბიელზე „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლეს და დათა სიჭინავას და ზაზა ციცქიშვილის გოლებით 2:0 დაამარცხეს. „რუსთავმა“ მთელი სეზონი სტაბილურად, დამაჯერებლად ჩაატარა და შედეგად დამსახურებულად მოიპოვა ლიგა ორის ჩემპიონობა. 30 გატანილი ბურთით ამაში დიდი წვლილი დათა სიჭინავამ…
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც მსოფლიო 2019 ჩემპიონატის ორი უახლოესი შესარჩევი მატჩისთვის იახლებს. შეგახსენებთ, ჩვენები 24 ნოემბერს გერნამიის ქალაქ ქემნიცში მასპინძლებს შეხვდებიან, 27 – ში კი ბელგრადში, სერბებს. მანუჩარ მარკოიშვილი (196 სმ, რეჯიო ემილია, იტალია), მაიკლ დიქსონი (186, სტრასბური), გოგა ბითაძე (211, მეგა ბიმაქსი, სერბეთი), ნიკა ცქიტიშვილი (213, უგუნდოდ), მერაბ…
ჩვენი ქვეყნის ამბავი ისეთია, რომ საზოგადო საქმეზე თავგადადებულ ხალხს ახირებულ ვინმეებს ეძახიან. აი, კაცი თუ გადაწყვეტს, ჩემი გამორჩენისთვის კი არა, ხალხისთვის უნდა გავაკეთო რამე და დახმარება მჭირდებაო, ასეთ დროს ორგვარად ფიქრობენ: ამბობენ, გიჟიაო, ან თუ გიჟი არ არის, რაღაც გამორჩენას მოელის, თორემ ისე როგორ შეეჭიდებოდა ასეთ საქმესო. ახირებულები კი, თუ გამორჩენას ელიან, მხოლოდ საქვეყნოს. აი,…
ჯანპიერო ვენტურას შემდეგ კარლო ტავეკიოც – იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, რითაც ნაწილობრივ აიღო პასუხისმგებლობა „სკუადრა აძურას“ მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენაზე, რაც აქამდე 58 წლის განმავლობაში არ მომხდარა. იტალიური მედია აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებს ციტირებს: „მე მივდივარ, რადგან დავმარცხდი. ბოდიშს ვუხდი ყველა იტალიელს“. იტალიის ნაკრების მწვრთნელი ჯანპიერო ვენტურა პოსტიდან 15 ნოემბერს დაითხოვეს….
დღეს, “ტოტენჰემ ჰოთსპური” ჩემპიონთა ლიგის მატჩს დორტმუნდში თამაშობს. ასეთი დონის შეხვედრებში მწვრთნელებზე, ცხადია, ბევრი რამ არის დამოკიდებული. ვინ რას მოიფიქრებს და მოიმოქმედებს საღამოს გამოჩნდება, მანამდე კი ერთადერთი რაც ვიცით ის არის, რომ მაურიციო პოჩეტინიომ დელე ალის პერსონალური დავალება მისცა: თითები სადმე დამალოს. საქმე ის არის, რომ დღევანდელი შეხვედრის მსაჯი გახლავთ ფრანგი კლემენტ ტურპენი, რომელიც სექტემბერში…
ზუსტად ხუთ წელიწადში, 21 ნოემბერს, ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. წესით უნდა დაიწყოს. ორგანიზატორები გვპირდებიან დაიწყებაო. სკანდალი კი იცოცხლე, იმდენია. ყატარსა და ფიფას კორუფციულ გარიგებაში სდებენ ბრალს (აბა, მსოფლიოს ჩემპიონატს არაბეთის ნახევარკუნძულზე რა უნდოდაო), სტადიონებს იაფფასიან მიგრანტ მუშებს აშენებინებენო და ასე დაუსრულებლად. მოკლედ, ყველაფერი საეჭვო თუ არა, უცნაური ნამდვილად არის. იმაზე, რომ შეჯიბრების ზაფხულიდან ზამთარში გადატანა…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes