გასულ უქმეებზე საფრანგეთისა და ინგლისის სარაგბო ჩემპიონატებში მორიგი ტური გაიმართა. ევროპის ამ უძლიერეს შიდა ტურნირებში 3 ქართული ლელო დაფიქსირდა: ერთი ტოპ 14-ში და ორიც – პრო დ2-ში. ტოპ 14 „ტულონის“ ახალი წლის დადგომამდე ლიდერთა შორის იყო, მაგრამ ბოლო 6 მატჩიდან 5-ის წაგების პირობებში ფრანგული რაგბის გრანდი ცხრილში მე-11 ადგილამდე ჩამოქვეითდა და რეგულარული სეზონის დასრულებამდე 6 [...]
ჭდე: ლევან ჩილაჩავა
მხოლოდ გოგიჩაშვილი
ზამთრის სანაკრებო სეზონი დასრულდა და საფრანგეთის ტოპ 14-ში მორიგი, მე-19 ტურიც გაიმართა. მისი მონაწილე 15 ქართველი მორაგბე გახდა. შიდა ჩემპიონატი ინგლისშიც განახლდა და ერთმა ჩვენებურმა იქაც იასპარეზა. ტოპ 14 ინდივიდუალურად საანგარიშო უიქ-ენდი ყველაზე წარმატებული გურამ გოგიჩაშვილისთვის გამოდგა. „რასინგ-92“-ის მარცხენა ბურჯმა „კასტრთან“ საშინაო მატჩის 25-ე წუთზე პარიზელთა ხანგრძლივი შეტევა შედეგიანად დაასრულა. პარიზელები კასტრელებს კარგა ხანი ჩეჩქვავდნენ [...]
პირველი და მეასე
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-18 ტურში ქართული რაგბისთვის ერთობ სიმბოლური ფაქტი დაფიქსირდა: ბოლო წლების საუკეთესო ბორჯღალოსანმა 8 ნომერმა ბექა გორგაძემ ევროპის უძლიერეს ლიგაში საიუბილეო, მე-100 მატჩი ჩაატარა, ხოლო ახალი თაობის გამორჩეულმა წარმამოადგენელმა, 20-წლამდელთა გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავგამოჩენილმა მიხეილ შიოშვილმა „ტულონის“ კვართი ოფიციალურ მატჩში პირველად მოირგო, რამაც ამ დიად კლუბში დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. ასე უნებლიედ გამოუვიდათ ფრანგებს [...]
პლეი-ოფი დაიგეგმა
EPCR-ის (ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბის) ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების ჯგუფური ეტაპის შედეგად დგინდება მერვედფინალში გასული გუნდების ერთიანი ცხრილი, იქ კი პირველადგილოსანი მე-16 გუნდს მასპინძლობს, მე-2 – მე-15-ეს და ასე შემდეგ. ჩელენჯ თასზე მცირე განსხვავებაა, რადგან იქ სამი 6-გუნდა პულია, საიდანაც 4-4 მოწინავე პლეი-ოფში გადის, ამ 12-ეულს ჩემპიონთა თასის 4 მეხუთეადგილოსანი უერთდება, ზემოთ ხსენებულ რეიტინგში კი [...]
ლექსოს გახსნილი გიორგიმ დახურა
საფრანგეთში ტოპ 14-ის მე-10 ტური გაიმართა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ნოემბრის ტესტ-მატჩები იმართებოდა. ასეა თუ ისე, უამრავი წამყვანი მორაგბის გარეშე დარჩენილ 14 საუკეთესო ფრანგულ კლუბს შიდა პირველობისთვისაც უნდა მიეხედათ. ტური ბორდოში, ევროპის საკლუბო ჩემპიონისა და „პოს“ ცხარე ჯახით დაიწყო და ბასკმა სტუმრებმა თამაშის ანგარიში პირველივე შეტევით გახსნეს. წამმზომს 2 წუთი ახალი ათვლილი ჰქონდა, [...]
კვაჭთა უქმეები
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ის მე-4 ტურში ქართველთა სოლიდური წარმომადგენლობა იყო – 7 მატჩში 17-მა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო პრო დ2-ში ქართველთა რიცხვი თითქმის რეკორდული იყო – 25! გარდა ამისა, ინგლისში სტარტი პრემიერშიპმა აიღო და ბაჩუკი ჭუმბაძის ინგლისური დებიუტიც შედგა. ტოპ 14 ქართველთაგან ამ ტურში ქულების დაგროვება მხოლოდ გელა აფრასიძემ მოახერხა: „პერპინიანის“ ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა [...]
ფრანგული სეზონი ქართულ ჭრილში
გასულ უქმეებზე საფრანგეთში ტოპ 14-ის ფინალი შედგა, რომელიც არნახულად დაძაბული გამოდგა – ერთმანეთს ხომ საფრანგეთის და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ხვდებოდნენ. „ტულუზმა“ ტიტულის შენარჩუნება მხოლოდ დამატებით დროში მოახერხა, თორემ „ბორდოსთან“ მატჩის ძირითადი დრო 33:33 დასრულდა და ტულუზელთა სუპერვარსკვლავმა თომა რამოსმა მხოლოდ ამის მერე შეძლო ორი მომაკვდინებელი ჯარიმის გატანა – 39:33. სამწუხაროდ, ფინალმა ქართველების გარეშე ჩაიარა, არადა [...]
ორიაკი დარჩა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ში ბოლო ტურიღა დარჩა გასამართი, პრო დ2-ში ფინალისტები გამოვლინდნენ, ხოლო „ქართულმა“ „ორიაკმა“ პლეი-ოფში გამარჯვებით ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ტოპ 14 „ტულუქმა“ ჩელენჯ თასის ფინალისტ „ლიონს“ დამაჯერებლად, 43:3 მოუგო და მდევარ „ბორდოს“ მთელი 17 ქულით დაცილდა. ირაკლი აფციაურმა პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა და ზედაც ბოლო 7 წუთი წაამატა. მეორე ადგილისთვის ორი მებრძოლი კი [...]
ილიას პირველი, გურამის მეორე და სერგოს მეოთხე
გასულ უქმეებზე საფრანგეთის ტოპ 14-სა და პრო დ2-ში შესაბამისად მე-20 და 24-ე ტურები გაიმართა, რომლებშიც ჯამურად 32-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. სასიამოვნოა, რომ სამმა მათგანმა თავი ლელოს გატანით ისახელა. ტოპ 14 პარიზის „სტად ფრანსე“ სუსტ სეზონს ატარებს. გასულ ტურში საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა „მონპელიესთან“ სტუმრად 32:38 წააგო და სანუგეშო ბონუსიც ვერ მიიღო, არადა 48-ე წუთამდე [...]
რინოს 50 და ბასას 3
გასულ უქმეებზე ქართველი ლეგიონერები საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგებში არასრული შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილნი, რადგან მათი გარკვეული ნაწილი თბილისში რუმინეთს ამარცხებდა. ჰოდა, საფრანგეთში ძირითადად ან ძველი ბორჯღალოსნები დარჩნენ, ან მომავალი. ინდივიდუალურად თავი მხოლოდ ერთმა ჩვენებურმა გამოიჩინა – „ორიაკის“ ახალგაზრდა კვაჭმა ბასა ხონელიძემ. თუმცა, სჯობს ამბებს თანმიმდევრობით მივყვეთ. ტოპ 14 ლიგის ლიდერად „ტულუზი“ დარჩა, რომელმაც ბოლო ადგილზე დაბრუნებული [...]









