ვიდრე ბორჯღალოსნები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ნახევარფინალის გზის გაკაფვით იყვნენ დაკავებულნი, ნაკრებს მიღმა მყოფმა ქართველმა ლეგიონერებმა საფრანგეთში საკმაოდ ნაყოფიერი ტური გამართეს. კერძოდ, ბექა გიგაშვილმა ტოპ 14-ში თავისი 101-ე მატჩი მე-10 ლელოთი აღნიშნა, ნიკა სუთიძემ იგივე დონეზე თავისი პირველი ლელო მიითვალა, ხოლო ლუკა უნგიაძემ პრო დ2-ში დებიუტი იზეიმა. ტოპ 14 ევროპის უძლიერეს ლიგაში ლიდერი კვლავ შეიცვალა. მოქმედმა...
ჭდე: ლევან ჩილაჩავა
შვანგირაძის პირველი…
ფრანგულ რაგბში შიდა კალენდარი იმდენად შემჭიდროვდა, რომ ტოპ 14-ში ტრადიციული საშობაო თუ საახალწლო შესვენება არ გამოცხადებულა და 2025 წლის პირველივე უქმეებზე რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო. ჩვენთვის ყველაზე ღირსშესანიშნავი ამბავი ლიონში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა „პერპინიანს“ უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში 17:12 დაამარცხა და გასავარდნი პლეი-ოფის ტოლფას ბოლოსწინა, მე-13 ადგილს თავი დააღწია… „ლიონი“ 0:3 მარცხდებოდა, ვიდრე 23-ე...
გორგაძის ლელომ 2024 დახურა
გასულ უქმეებზე საფრანგეთში 2024 წლის დასკვნითი სარაგბო ბატალიები შედგა და ამით ტოპ 14-ის პირველი წრე დასრულდა. მე-13 ტური რაგბის ქართველ მოყვარულთათვის სასიამოვნო მოვლენით დაიწყო: ბექა გორგაძემ ტრავმა მოიშუშა და ტურის გახსნით მატჩში თავისი „პოს“ სასტარტო შემადგენლობაშიც გამოჩნდა. მეტიც, აუტსაიდერ „ვანთან“ შეხვედრის 64-ე წუთზე ბორჯღალოსანთა 8 ნომერმა თავისი კლუბის ხანგრძლივი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. ამ იერიშის დაბოლოებას...
თედოს 100
გასულ უქმეებზე საფრანგეთის წამყვან სარაგბო ლიგებში მორიგი ტური გაიმართა და უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ ლეგიონერებს ინდივიდუალური თვალსაზრისით თავი დიდად არ გამოუჩენიათ, თუ არ ჩავთვლით თედო აბჟანდაძის ორ ზუსტ დარტყმას. ტოპ 14 ევროპის უძლიერეს ლიგაში ორხელისუფლებიანობა დამყარდა. „ბორდომ“ ლევან ჩილაჩავას „კასტრს“ მძიმე ბრძოლაში სტუმრად 13:3 აჯობა და 41 ქულას მოუყარა თავი. ჩილაჩავას დიდი ჯაფა დაადგა –...
ვასკას, ლუკას და თედოს ტური
გასულ უქმეებზე საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორ მთავარ ლიგაში მე-7 ტური გაიმართა და ქართველმა ლეგიონერებმა თავის გამოჩენა მხოლოდ პრო დ2-ში მოახერხეს: ლუკა ნიორაძემ და ვასილ ლობჟანიძემ თითო ლელო გაიტანეს, ხოლო თედო აბჟანდაძემ ზუსტი დარტყმებით თავის გუნდს 8 ქულა შესძინა. ტოპ 14 მე-7 ტურში ქართველებს თავი დიდად არ გამოუჩენიათ, ლიდერად კი ჩემპიონი „ტულუზი“ იქცა, რომელმაც „პოს“ სტუმრად...
ევროთასები და იო
გასული კვირის მიწურულს ევროპაში საკლუბო სარაგბო ტურნირების პლეი-ოფი დაიწყო, ხოლო საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში – პრო დ2-ში 25-ე ტური შედგა. ჩემპიონთა თასი მთავარი ევროთასის მერვედფინალის მატჩებში მონაწილეობა მხოლოდ ორმა ქართველმა მიიღო. ლექსო ყაულაშვილის „ბორდომ“ ინგლისურ „სარასენსს“ უმასპინძლა და ყოველგვარი დაძაბვის გარეშე – 45:12 დაამარცხა. ქართველი ბურჯი შეხვედრაში 55-ე წუთზე ჩაერთო და ბოლომდე ითამაშა. აი, ბექა...
მეშვიდე სეზონური და მეორე ელიტური…
დავით ნინიაშვილმა საფრანგეთის მთავარი სარაგბო ლიგის მორიგ ტურში მეშვიდე სეზონური ლელო მიითვალა, ხოლო მეორე ელიტურ დივიზიონში ზედიზედ მეორე ტური ბადრი ალხაზაშვილის ლელოთი აღინიშნა. ტოპ 14 ამ ლიგაში ლიდერი უცვლელია – „სტად ფრანსემ“ „მონპელიეს“ გასვლით მატჩში უდიდეს ბრძოლაში 12:10 აჯობა და 63 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერობა შეინარჩუნა. ამ გამარჯვებაში ცოტაოდენი წვლილი გიორგი მელიქიძემაც შეიტანა, რომელმაც გაძევებული...
ერთადერთი 32 ქართველიდან
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორივე ელიტურ ლიგაში მორიგი ტური გაიმართა: ტოპ 14-ში – მე-18, ხოლო პრო დ2-ში – 23-ე. ჰოდა, ორივე ლიგის ჯამურ 15 მატჩში ერთბაშად 32-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. ამ 32-დან თავის გამოჩენა მხოლოდ „მონტობანის“ კვაჭმა ბადრი ალხაზაშვილმა მოახერხა, რომელმაც პრო დ2-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა. ტოპ 14 აქ ლიდერი უცვლელი დარჩა – „სტად...
საფრანგეთში ქართველებს ვეღარ აჩერებენ
გასული კვირის ბოლო ქართველ მორაგბე ლეგიონერთათვის უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა. საფრანგეთის ორ ელიტურ ლიგაში 24-მა ჩვენებურმა ითამაშა და, მათგან ერთს პროფესიონალთა შორის დებიუტი ჰქონდა და გარდა ამისა, ორივე ლიგაში ჯამში 5 ქართული ლელო დაფიქსირდა. ტოპ 14 ტურის სასტარტო მატჩში „სტად ფრანსემ“ „ბორდოს“ სტუმრად 30:26 მოუგო და პარიზელთა ამ წარმატებაში თავისი სოლიდური წვლილი ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა სერგო აბრამიშვილმაც...
კასტრი შავი ლომის კბილა არაა
28:6 – ასეთი ანგარიში დაფიქსირდა ფრანგული „კასტრისა“ და „შავი ლომის“ შეხვედრაში, რომელიც ჩელენჯ კაპის ჯგუგური ეტაპის მესამე ტურის შემადგენელი ნაწილი იყო. პირველმა ქართულმა პროფესიულმა სარაგბო ფრენჩაიზმა უმძლავრეს მეტოქესთან თითქმის ტოლ-სწორად ითამაშა, პირველი ტაიმის გარკვეული ნაწილის განმავლობაში დომინირებდა კიდეც, მაგრამ კლასში სხვაობამ თავისი დაღი მაინც დაასვა მატჩის მსვლელობასა და მის შედეგს. პირველ ათწუთეულში ლევან მაისაშვილის გუნდი...









