კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
არავითარ შემთხვევაში არ გენტინა!
ჩანაწერი

არავითარ შემთხვევაში არ გენტინა!

არგენტინაში, პრიმერა დივიზიონის შეხვედრის დროს, „ატლეტიკო პატრონატოს“ ხულიგან ფანებს ტრიბუნაზე მსხდომი ჩვეულებრივი ბავშვები მოწინააღმდეგე გუნდის, „უნიონ სანტა ფეს“ გულშემატკივრები ეგონათ და დანებით დაესხნენ თავს. შედეგად, 10-15 წლის რვა ბავშვი და მათი თანმხლები უფროსი საავადმყოფოში მოხვდნენ. დაზარალებულები ბავშვთა გუნდიდან, „დეპორტივო სტრობელიდან“ იყვნენ. ისინი სტადიონზე დიდი ფეხბურთის სანახავად ადგილობრივმა მთავრობამ დაპატიჟა. ცოდვის ტრიალი კი მაშინ დაიწყო, როდესაც...

ტორპედო, დეიმატე მაგი !
ჩანაწერი

ტორპედო, დეიმატე მაგი !

საქართველოში, მატჩისას თუ მატჩის შემდეგ მოედანზე შევარდნილი ბავშვები აღარავის უკვირს. ზოგი ნიძლავზე შერბის, ზოგი მაისურისთვის, ზოგიც ალბათ, სტიუარდებთან დაჭერობანას სათამაშოდ. ერთი ქართველი გერმანელ ბასტიან შვაინშტაიგერს ფეხებშიც კი ჩაუვარდა… „დინამო“ – „ტორპედოს“ საჩემპიონო თამაში კი რამდენიმე წუთის დამთავრებული იქნებოდა, როცა 10-12  წლის ბიჭი შეიჭრა მინდორზე და სტიუარდებთან დაჭერობანა გააჩაღა. ისე ყოჩაღად უსხლტებოდა სამ კაცს, როგორც ჩარლი...

ცხვირი გავს? გავს…
ჩანაწერი

ცხვირი გავს? გავს…

კაზუსები და უცნაურობები მარტო ჩვენში არ ხდება. აი, წლეულს მარტში პორტუგალიის კუნძულ მადეირას აეროპორტს იქაურობის ყველაზე გამოჩენილი მკვიდრის, კრიშტიანუ რონალდუს სახელი უწოდეს და შენობაში მისი ბიუსტიც დადგეს. თუმცა, ნაკეთობა ისეთი უგვანი და უგემოვნო გამოვიდა, რომ სოციალურ ქსელებში მთელი მსოფლიოს დასაცინი გახდა. მერე აღმოჩნდა, რომ ბიუსტი აეროპორტის ყოფილ დამლაგებელ, 40 წლის მანუელ სანტუშს 15 დღეში გაუკეთებია...

ტექნოლოგიები შტეფსელში, ესპანელებო!
ჩანაწერი

ტექნოლოგიები შტეფსელში, ესპანელებო!

შტეფსელი (Stöpsel) გერმანული სიტყვაა და კედელში ჩამაგრებულ იმ მოწყობილობას ნიშნავს, რომლის მეშვეობითაც გადასატან ელექტრო ხელსაწყოს ქსელში რთავენ. იგივეა, რაც როზეტი. ჰოდა, ვინაიდან ფეხბურთში ბოლოხანს შემოტანილი კარის ხაზის ტექნოლოგია გადასატანი ელექტრო ხელსაწყოა, კარგი იქნება ესპანეთის ლა ლიგაში მას შტეფსელში (იმავე როზეტში) თუ შეაერთებენ, თორემ მსოფლიოს ერთ ერთი — ან ერთ-ერთის გარეშე — ყველაზე ძლიერი ლიგა ვერ ხვდება გოლი...

ორგზის ოლიმპიური ბეჭზე დავდეთ
ჩანაწერი

ორგზის ოლიმპიური ბეჭზე დავდეთ

სატესტო შეჯახებაში აშშ-ის ნაკრების ძლევამ გული კი მოგვფხანა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამერიკელებს ტიტულებით ბევრი ვერ დაეტოლება. იყო დრო, როცა რაგბი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედიოდა და მაშინ ამ სახეობაში ჰეგემონი სწორედ აშშ იყო. 1920 წელს ამერიკის სარაგბო ნაკრები ჩემპიონი ბელგიურ ანტვერპენში გახდა და ტიტული ოთხი წლის შემდეგ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც დაიცვა… არაფერს ვაჭარბებთ, მაგრამ...

კატალონიური ამბავი: აბიდალი გვარდიოლას  ბავშვია ?
ჩანაწერი

კატალონიური ამბავი: აბიდალი გვარდიოლას  ბავშვია ?

„ბარსელონას“  ყოფილმა ფეხბურთელმა ერიკ აბიდალმა რადიო „EUROPE 1”- თან ინტერვიუში ძველი ამბავი გაიხსენა, რომელიც ხოსეპ გვარდიოლას მწვრთნელობისას აშშ-ში, სეზონის წინა შეკრებისას მოხდა. გვარდიოლას აბიდალისთვის უთქვამს, ტიერი ანრის ფრანგულად ნუ ელაპარაკები, ესპანურად ისაუბრეთო, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „ ჯერ ერთი, ეგრე ნუ მელაპარაკები, ბავშვი არ ვარ, და მეორე – თუ მე ანრისთან ფრანგულად საუბარს მიკრძალავ, კატალონიელი...

აბა, ვინ გააფრთხილეს ყველაზე მეტჯერ ჩემპიონთა ლიგაში?
ჩანაწერი

აბა, ვინ გააფრთხილეს ყველაზე მეტჯერ ჩემპიონთა ლიგაში?

შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც უკვე 36 წლისაა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ისტორიის კარი შეაღო — გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ევროპის პრესტიჟულ საკლუბო შეჯიბრებაში შვიდი სხვადასხვა გუნდის სახელით ითამაშა. იბრაჰიმოვიჩმა ეს რეკორდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში, „ბაზელთან“ შეხვედრის დროს დაამყარა. წინა ექვსი გუნდი იყო: „პარი სენ ჟერმენი“, „ბარსელონა“, „მილანი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“ და „აიაქსი“. შვედის...

რობინიო ქალს უარობს
ჩანაწერი

რობინიო ქალს უარობს

„მილანის“ ყოფილ ფეხბურთელ რობინიოს მილანის სასამართლომ  გაუპატიურებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გასულ ხუთშაბათს გამართულ პროცესზე პროკურორმა 10 წლიანი პატიმრობა მოითხოვა ბრაზილიელისთვის, მოსამართლემ კი 9 გადაწყვიტა. „ატლეტიკო მინეიროს“ ფეხბურთელმა განაჩენის შესახებ იმ დრო შეიტყო, როცა  ვარჯიშზე მიდიოდა. რობინიო უარყოფს  ბრალდებას და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მისი ადვოკატები საამისოდ ქაღალდებს უკვე აგროვებენ. კლუბი თავს იკავებს კომენტარებისგან,...

“აუდიმ” ისევ ჩამოარიგა
ჩანაწერი

“აუდიმ” ისევ ჩამოარიგა

“რეალის” თოთხმეტმა ვარსკვლავმა “აუდისგან” საჩუქრად ძვირი ავტომობილები მიიღო. ყველაზე ზეპური მანქანა კრიშტიანუ რონალდუს ერგო. მოგეხსენებათ, გერმანული საავტომობილო კონცერნი ესპანეთის ჩემპიონისა და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელის სპონსორია და ფეხბურთელებს ხშირად ჩუქნის ახალ მანქანებს. რონალდუს რომელმაც ამ დღეებში ერთ-ერთი თავისივე  რეკორდი მოხსნა, RS7-ის სპორტული ვერსია ხვდა. რეკორდი კი ასეთია: სამშაბათს მადრიდელებმა “აპოელთან” 6:0 გაიმარჯვეს, ექვსიდან ორი პორტუგალიელმა გაიტანა,...

ციხეს რად უნდა რკინის კარები…
ჩანაწერი

ციხეს რად უნდა რკინის კარები…

“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი ციხეშია, ხოლო საქმის გაჭიანურებული განხილვა მის ოჯახზე გამანადგურებლად მოქმედებს. როსელი მიმდინარე წლის 23 მაისს დაიჭირეს, მის საბანკო ანგარიშებს კი ყადაღა დაადეს. შედეგად, “ბლაუგრანას” 2010-2014 წლების შეფის ცოლ-შვილი ახლობლების კმაყოფაზე აღმოჩნდა. როსელის ვექილი პაუ მოლინსი ამბობს: “ციხეში გატარებული ექვსი თვე პატიმრის ოჯახისთვის დრამაა. ჩემს კლიენტს ყველა ანგარიში გაუყინეს. მის ცოლ-შვილს სხვები...