წინა შაბათს, მამუკა გორგოძის „ტულონთან“ სტუმრობისას, „მონპელიეს“ ქართველმა მეორეხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ ტრავმა მიიღო, რომელიც მას გარკვეული დროით რაგბს მიღმა დატოვებს. „მონპელიემ“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება (21:18) იზეიმა და საპლეიოფო ექვსეულში მოხვედრის შანსი გაიუმჯობესა, თუმცა 2-მეტრიან ქართველს ამ წარმატებაში დამსახურება ნაკლებად მიუძღვის. კოტე მე-6 წუთზევე დაშავდა და თამაში ვეღარ გააგრძელა. საკლუბო ექიმებმა ნატკენ ბარძაყზე კვლევა ჩაუტარეს, დიაგნოზად კუნთის...
Author: სლავა გასპაროვი
ბიჭი ვანიდან
ნიკა ნეფარიძე 22 წლის ქართველი მორაგბეა, რომელიც საფრანგეთში მესამე სეზონს ატარებს. შერკინების პირველ ხაზში, მარცხენა ბურჯის პოზიციაზე მოასპარეზე ყოფილი „უმცროსი ბორჯღალოსანი“ ორი წლის განმავლობაში პროფესიულ ოსტატობას სახელოვანი ფრანგული კლუბის, „კლერმონის“ მომზადების ცენტრში იმაღლებდა, გასულ ზაფხულში კი ბედის ცდა პროფესიონალებშიც გადაწყვიტა და გადავიდა საფრანგეთისვე რანგით მეორე ლიგაში, პრო დ 2-ში. ნიკა ნეფარიძის ახალი გუნდი „ვანი“ იგივე...
კლდე დაბრუნდა!
ფრანგულმა ინტერნეტ-საიტმა Le Petit Bleu გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების უკანახაზელ თამაზ მჭედლიძესთან, რომელმაც ტრავმები მოიშუშა და ახალ სეზონს თავის ფრანგულ კლუბში, ტოპ 14-ში მოასპარეზე „აჟენში“ საკმაოდ დამაჯერებლად ატარებს. შეხსენებისთვის, საფრანგეთის ჩემპიონატის პირველივე ტურში თაზომ ქვეყნის ექსჩემპიონ „კლერმონს“ ლელო გაუტანა, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთია ამ ქვეყანაში მოთამაშე ქართველთათვის. დეტალები – ინტერვიუში, რომლის თარგმანსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ:...
როცა შედარებაც უხერხულია…
თუკი სულ რაღაც ათიოდე წლის წინათ ვიცოდით, რომ სპორტის ყველაზე შემოსავლიანი სახეობები კალათბურთი, გოლფი და ფორმულა 1-ის ავტორბოლებია, დღეს ამ მხრივ რევოლუციური „რეფორმების“ მოწმენი ვართ. ფეხბურთი არათუ დაეწია ლიდერებს, გადაუსწრო კიდეც. კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ბოლო წლებში მუდმივად ფიგურირებენ ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა შორის, ხოლო წამყვანი საფეხბურთო კლუბების ბიუჯეტი მალე ალბათ მილიარდ ევროს უწევს. რახანია,...
ოთარ გიორგაძე და ლუკა გოგინავა – ორი ახალი ჯარისკაცი ბრივის ქართულ არმიაში
ამ უქმეებზე ევროპული სარაგბო სეზონი სტარტს საფრანგეთში იღებს, სადაც პრო დ2-ის ჩემპიონატი იწყება. წლეულს ამ ლიგაში მოასპარეზე 16 გუნდის შემადგენლობაში თითქმის 3 ათეული ქართველი ითამაშებს. ტოპ 14-ში მიჯრით გატარებული 5 სეზონის შემდეგ, „ბრივი“ პრო დ2-ში დაქვეითდა და გასულ წლებში ამ გუნდის ღირსებას სამი ბორჯღალოსანი იცავდა – კარლენ ასიეშვილი, სოსო ბეკოშვილი და ვასილ ლობჟანიძე. სამხრეთ საფრანგეთში...
გიორგი ნუცუბიძე – დიმიტრი იაშვილის ნაკვალევზე
სულ ახალი ამბავი: ფრანგული „ბიარიცის“ ახალმა პრეზიდენტმა ჟან-ბატისტ ალდიჟემ დაადასტურა, რომ მის კლუბში გადავიდა გიორგი ნუცუბიძე. ცნობისთვის: გიორგი ნუცუბიძე გახლავთ 19 წლის ქართველი მორაგბე, ამპლუით – ბურჯი-უნივერსალი (მარცხენაც და მარჯვენაც), გორის „ჯიქისა“ და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი. ორიოდე სიტყვა „ბიარიცზეც“: ეს კლუბი დღესდღეობით საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაშია – პრო დ2-ში, არადა ბასკური კლუბი საფრანგეთის 5-გზის...
როგორ გააოგნა ლევან ჩილაჩავამ მონპელიეს მეხანძრეები
ფრანგული საკლუბო რაგბი ახალი სეზონისთვის სამზადისს შეუდგა და რახან ამ ქვეყნის კლუბებში მრავალი ათეული ქართველი მორაგბე ირიცხება, ეს პროცესი ჩვენთვისაც ფრიად საინტერესოა. მოსამზადებელი პერიოდი ყველას სხვადასხვაგვარი აქვს. მაგალითად, საფრანგეთის ტოპ 14-ის გასული რეგულარული სეზონის მეორეადგილოსანი და ჩემპიონთა თასის ფინალისტი „რასინგი“ თბილისს სტუმრობს, ხოლო ვიდრე პარიზელები ვაკეში „მიხეილ მესხზე“ „ზაფხულის თასისთვის“ იბრძვიან, საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი „მონპელიე“ ახალი...
წყალი სიცოცხლეა, წყალი ჯანმრთელობაა…
საქართველო დიდი სპორტსმენების სამშობლოა. ჩვენს ქვეყანაში აღიზარდნენ ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები წყალბურთში, ცურვასა და წყალში ხტომაში. მაგრამ ეს ყველაფერი გასული საუკუნის 90-იან წლებამდე მოხდა. მას მერე კი, მოგეხსენებათ, იყო დიდი და ხანგრძლივი კრიზისი. კრიზისი არა მხოლოდ სპორტის საწყლოსნო სახეობებში – ეს იყო ნგრევის, ომებისა და ამ უბედურებებით გამოწვეული დეპრესიის წლები. ამ...
ყვითელი ჯარი ზირაქაშვილის გარეშე
საფრანგეთის ტოპ 14-ის ტურის მთავარ მატჩში ერთმანეთს „მონპელიე“ და „კლერმონი“ დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრის პირველ ტაიმში ქართული დუელი მიმდინარეობდა: მასპინძელი მონპელიელების შერკინების პირველ ხაზში მარცხნივ მიხეილ ნარიაშვილი იდგა, ხოლო ჩემპიონი კლერმონელების მარჯვენა ბურჯი ვეტერანი დავით ზირაქაშვილი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დანიშნულ შერკინებებში მსოფლიოში აღიარებული ეს ორი მორკინალი ერთმანეთის პირისპირ დგებოდა. ბრძოლა უშეღავათო იყო, ნარო და...
ლელო ჰაერში 🎥
54:22 – ასეთი ანგარიშით მოიგო საქართველოს ნაკრებმა თიბისი რაგბის სერიების პირველი მატჩი. 54 ქულა კანადის წინააღმდეგ – ნამდვილად კარგი შედეგია. ამაზე მეტი ქულა ბორჯღალოსნებს ბოლო წლებში მხოლოდ ერთხელ დაუგროვებიათ – შარშან, ევროპის რაგბის ჩემპიონატის სტარტზე გერმანიის ნაკრებთან 59:7 მოიგეს. თუმცა, ეს მხოლოდ ციფრებია. გერმანიას ჩვენმა ბიჭებმა იოლად აჯობეს და ქულებიც ადვილად აგროვეს. აი, კანადასთან,...









